Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS-ის და Litecoin-ის ანალიზი 20.11.2018-სთვის

Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS-ის და  Litecoin-ის ანალიზი 20.11.2018-სთვის

დილით, ალტკოინების ფასის კლება ახალი ძალებით განახლდა. იმ აქტივებმაც კი, რომლებიც გუშინ ცდილობდნენ გვერდულში დღე​ გადაეგორებინათ​, გახვრიტეს მხარდაჭერის დონეები და მინიმუმები განაახლეს.

XLM/USD


Stellar Lumen-ის ფასმა გუშინ მოახერხა იასამნისფერ დერეფანში დაყოვნება და კაპიტალიზაციის დონის $4.3 მილიარდზე შენარჩუნება. ამან CoinMarketCap-ის რეიტინგში BCH-ის მეხუთე ადგილზე გადაწევა განაპირობა. მაგრამ დღეს დილით  XLM/USD წყვილმა აქტიური დაკლება განაგრძო და მოცემული მომენტისთვის ქვედა იასამნისფერი დერეფნის ქვედა საზღვარი (0.208 USD) გახვრიტა. უახლოესი მხარდაჭერის დონე 0.181 USD დონეზეა. შეინარჩუნებს თუ არა Stellar Lumen-ი ამ დონის რე-ტესტის შემდეგ ტოპ-კაპიტალიზაციის მიხედვით მეოთხე ადგილს? ბოლო სამი საათის განმავლობაში კაპიტალიზაციამ $500 მლნ. დაიკლო და ამჟამად $3.8 მლრდს შეადგენს.

BCH/USD


გუშინ BCH-მა მეორე ცდით 380.00 USD-ს მხარდაჭერა გახვრიტა და შემცირება განაგრძო, სანამ დილით 235.00 USD წერტილში მინიმუმს არ მიაღწია. ასეთმა ფასის კლებამ გამოიწვია კაპიტალიზაციის დაკლება $3.5 მლრდმდე და CoinMarketCap-ის რეიტინგში მეოთხე ადგილის დამშვიდობება. დღევანდელი მინიმუმის წერტილიდან ერთი საათის განმავლობაში წყვილმა მოახერხა 300.00 USD მხარდაჭერასთან აღდგენა, მაგრამ ნეგატიური განწყობა ჯერ ფასს დათვური წნეხის ქვეშ ამყოფებს. დღის დასასრულისთვის, წნეხმა შეიძლება იკლოს და ფასი 330.00 USD მიდამოში აღდგეს.

EOS/USD


დღეს დილით EOS-მა გახვრიტა 4.00 USD ფსიქოლოგიური დონე და ინტენსიურად იკლებდა გლობალური მინიმუმისკენ 3.470 USD წერტილში. ასხლეტვა და კონსოლიდაცია 3.650 USD თავზე შეიძლება. ეს ის ფასების სივრცეა, სადაც წინა წლის დეკემბერში, EOS-ს საიმედო პლატფორმა ჰქონდა ხუთდოლარიანი საზღვრის მისაღწევად.

LTC/USD

Litecoin-ის ფასი დღეს 30.00 USD-ს მხარდაჭერის დონის შემოწმებასთან ახლოს დგას. ბოლოს ფასი ამ დონეზე 2017 წლის ივნისში იყო. იქნება თუ არა ეს დონე გლობალური დაუნ-ტრენდის ძირი თუ დათვებს სხვა მიზნები აქვთ ამასთან დაკავშირებით? ვვარაუდობთ, რომ ამ დონიდან ლაითის სანაცვლოდ 36 დოლარზე ასხლეტვა შეიძლება.

ასევე წაიკითხეთ

20742018-11-29

ADA-ს და IOT-ის ანალიზი

ალტკოინების ბაზრის აღდგენის მიუხედავად, ბევრი მათგანის ფასმა ჯერ ვერ შეძლო წინააღმდეგობის დონის გარღვევა - IOTA სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი წინა გეგმის თანახმად, Cardano (ADA/USD) ბაზარზე ჩვენ ოპერაციული პოზიციები უნდა დავიკავოთ, ვინაიდან მას ხარების მხარდაჭერა ექნებათ - ვაჭრობის მაღალი მოცულობა - იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ დასახული პირობები შესრულდება.

ანალიტიკა
14772018-12-10

Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 10.12.2018-სთვის

მიმდინარე შემცირების მიუხედავად, ბაზრის აღდგენის ფაზა არ დასრულებულა. მომავალი კორექციისთვის მიმდებარე წინააღმდეგობის განსაზღვრას ვცდილობთ.

ანალიტიკა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ანალიტიკა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64342018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33702018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32782018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain