ორშაბათს, კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა Coinbase-მა განაცხადა, რომ Ethereum Classic-ის მხარდაჭერას Coinbase Wallet-ში ჩაამატებს. დამატების მეშვეობით, ამ ეტაპზე, Coinbase Wallet-ს Ethereum (ETH), Ethereum Classic (ETC) და Ethereum-ის ბლოკჩეინზე შემუშავებულ 100 000 ERC20 ტოკენის მხარდაჭერა აქვს.
Coinbase-ის თანამშრომლების ინფორმაციით, საფულის აპლიკაცია უახლოეს პერიოდში განახლდება. განახლების შემდეგ, მომხმარებლები თავიანთი ბალანსის თვალყურის დევნას შეძლებენ და, ასევე, კრიპტოვალუტის მიღებასა და გაგზავნას.
ჩვენის მისიის ფარგლებში - შევქმნათ ყველაზე უსაფრთხო და მარტივი მოხმარების საფულე,- მომავალში უფრო მეტი ბლოკლჩეინის დამატებას ვგეგმავთ.
Coinbase Wallet-ის უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლები ETC-ის მისამართი ისეთვე იქნება, როგორიც მათი ETH მისამართია. აქედან გამომდინარე, თუ ისინი ETC-ს Coinbase-ის განახლებამდე მიიღებენ, განახლების შემდეგ ეს სახსრები აპლიკაციაში მთლიანად აისახება
Coinbase-ს საფულეს ასევე შეეხო დიზაინის ცვლილება. ახლა უკვე მომხმარებლებს შეეძლებათ ადგილობრივ ფიატში შეამოწმონ პორტფელის ანგარიშები. ERC20 ტოკენები მომავალში ავტომატურად დაემატება, ეს მოხსნის ყოველი ახალი მონეტის ხელით დამატების აუცილებლობას.
დიდი ხნის მოლოდინისა და სპეკულაციების შემდეგ,Ethereum Classic-ი საბოლოოდ დაემატება Coinbase-ზე. პირველად იგი, Coinbase Pro-ს სავაჭრო პლატფორმაზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ Coinbase-ს პლატფორმა ორად გაიყო, რითაც შეიქმნა Coinbase Pro ინდივიდუალური და საცალო მომხმარებლებისთვის, მეორე კი Coinbase Prime - ინსტიტუციური კლიენტებისთვის.
თუმცა, ამ კრიპტოვალუტამ თავი დათვური ტრენდისგან ბაზარზე ვერ დაიცვა - Ethereum Classic-ის ფასი თავის აურიდებლად იკლებს. ამ მომენტში იგი $4.26-ზე ვაჭრობს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $452 მილიონს შეადგენს.
მასალების მიხედვით https://blokt.com
ასევე წაიკითხეთ
შეძლებს თუ არა ბლოკჩეინი Goldman Sachs-ის გადარჩენას?
Goldman Sachs არსებობის განმავლობაში ყველაზე უარეს სკანდალში გაეხვა - მრავალმილიარდიანი საერთაშორისო თაღლითობა. გამომძიებლები ამ საქმეს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკს უკავშირებენ, რომელმაც თაღლითობის გზით მოპოვებული სახსრები ფუფუნების საგნებზე და ცხოვრების ექსტრავაგანტულ რიტმზე დახარჯა.
მსოფლიოში პირველი საინვესტიციო ბანკი ბლოკჩეინზე
ამჟამად, მალაიზიაში რამდენიმე მსხვილი კომპანია ერთობლივად მსოფლიოში პირველი საინვესტიციო ბლოკჩეინ-ბანკის შექმნაზე, კრიპტოვალუტური გადახდების გადამუშავების ცალკეული ქვედანაყოფით მუშაობს. მოცემული მოვლენა მრეწველობის განვითარების შემდეგი საფეხურია.