Coinbase wallet ახლა უკვე ETC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს

Coinbase wallet ახლა უკვე ETC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს

ორშაბათს, კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა Coinbase-მა განაცხადა, რომ Ethereum Classic-ის მხარდაჭერას Coinbase Wallet-ში ჩაამატებს. დამატების მეშვეობით, ამ ეტაპზე, Coinbase Wallet-ს Ethereum (ETH), Ethereum Classic (ETC) და Ethereum-ის ბლოკჩეინზე შემუშავებულ 100 000 ERC20 ტოკენის მხარდაჭერა აქვს.

Coinbase-ის თანამშრომლების ინფორმაციით, საფულის აპლიკაცია უახლოეს პერიოდში განახლდება. განახლების შემდეგ, მომხმარებლები თავიანთი ბალანსის თვალყურის დევნას შეძლებენ და, ასევე, კრიპტოვალუტის მიღებასა და გაგზავნას.

ჩვენის მისიის ფარგლებში - შევქმნათ ყველაზე უსაფრთხო და მარტივი მოხმარების საფულე,- მომავალში უფრო მეტი ბლოკლჩეინის დამატებას ვგეგმავთ.

Coinbase Wallet-ის უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლები ETC-ის მისამართი ისეთვე იქნება, როგორიც მათი ETH მისამართია. აქედან გამომდინარე, თუ ისინი ETC-ს Coinbase-ის განახლებამდე მიიღებენ, განახლების შემდეგ ეს სახსრები აპლიკაციაში მთლიანად აისახება

Coinbase-ს საფულეს ასევე შეეხო დიზაინის ცვლილება. ახლა უკვე მომხმარებლებს შეეძლებათ ადგილობრივ ფიატში შეამოწმონ პორტფელის ანგარიშები. ERC20 ტოკენები მომავალში ავტომატურად დაემატება, ეს მოხსნის ყოველი ახალი მონეტის ხელით დამატების აუცილებლობას.

დიდი ხნის მოლოდინისა და სპეკულაციების შემდეგ,Ethereum Classic-ი საბოლოოდ დაემატება Coinbase-ზე. პირველად იგი, Coinbase Pro-ს სავაჭრო პლატფორმაზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ Coinbase-ს პლატფორმა ორად გაიყო, რითაც შეიქმნა Coinbase Pro ინდივიდუალური და საცალო მომხმარებლებისთვის, მეორე კი Coinbase Prime - ინსტიტუციური კლიენტებისთვის.

თუმცა, ამ კრიპტოვალუტამ თავი დათვური ტრენდისგან ბაზარზე ვერ დაიცვა - Ethereum Classic-ის ფასი თავის აურიდებლად იკლებს. ამ მომენტში იგი $4.26-ზე ვაჭრობს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $452 მილიონს შეადგენს.

მასალების მიხედვით https://blokt.com

ასევე წაიკითხეთ

39322018-11-30

"ბოტოტა თითების" შეცდომა ნორვეგიულ ბანკს $500 მილიონი დუაჯდა

წამყვანმა ნორვეგიულმა ფინანსურმა ჯგუფმა Storebrand-მა, რომლის კაპიტალიზაცია $3 მილიარდ დოლარს შეადგენს, "ბოტოტა თითების" შეცდომის გამო 14% დაკარგა. შესაძლებელია თუ არა კრიპტობირჟაზე ასეთი მოვლენა?

ბანკები, ბირჟები
25802018-11-05

შეძლებს თუ არა ბლოკჩეინი Goldman Sachs-ის გადარჩენას?

Goldman Sachs არსებობის განმავლობაში ყველაზე უარეს სკანდალში გაეხვა - მრავალმილიარდიანი საერთაშორისო თაღლითობა. გამომძიებლები ამ საქმეს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკს უკავშირებენ, რომელმაც თაღლითობის გზით მოპოვებული სახსრები ფუფუნების საგნებზე და ცხოვრების ექსტრავაგანტულ რიტმზე დახარჯა.

Blockchain, ბანკები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ბანკები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64292018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43182018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33522018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32752018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain