წამყვანმა ნორვეგიულმა ფინანსურმა ჯგუფმა Storebrand-მა, რომლის კაპიტალიზაცია $3 მილიარდ დოლარს შეადგენს, "ბოტოტა თითების" შეცდომის გამო 14% დაკარგა. შესაძლებელია თუ არა კრიპტობირჟაზე ასეთი მოვლენა?
"ბოტოტა თითების" შეცდომა ("fat fingers" error) - ეს ტერმინი ნიშნავს გაყიდვისას ან შესყიდვისას, ან და საბანკო ოპერაციების შესრულებისას, არასწორი ინფორმაციის შეყვანის მომენტს.
ნორვეგიული ახალი ამბების გამომცემლობის, Dagens Næringsliv-ის ინფორმაციით, არასწორად შევსებულმა ორდერმა 2 წუთში Storeband-ის აქციების 14%-ანი ვარდნა განაპირობა. მისი ფასის 69.90 ნორვეგიული კრონიდან 59.98 კრონამდე ვარდნა, პანიკის მიზეზი გახდა ოსლოს საფონდო ბირჟაზე, სადაც კომპანიის აქციებით ვაჭრობა შეაჩერეს.
ოსლოს საფონდო ბირჟის თანამშრომლის კრისტერ ბერგერის სიტყვებით, ორდერში ციფრების თანმიმდევრობა არასწორად იყო შეყვანილი, ეს კი სახსრების შემთხვევით დაკარგვას ნიშნავს.
მიუხედავად ამისა, ინვესტორებისთვის, მოვლენების განვითარება სავსებით რეალურია - ზოგიერთმა აქციონერმა დაახლოებით $250 000, ხოლო ვინც მოკლე პოზიციას იკავებდა, ამისგან სარგებელიც ნახა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინვესტორები ფულს კარგავენ "სქელი ( ბოტოტა) თითების” გამო. საფონდო ბირჟაზე Deutsche Bank-ი ყველაზე ნათელი მაგალითი გახდა, როდესაც მათ 2015 წელს ამერიკულ ჰეჯ-ფონდს შემთხვევით $6 მილიარდი გადაურიცხეს. სამი წლის განმავლობაში, იგივე შეცდომით სხვა ანგარიშებზე, საერთო გათვლებით, 28 მილიარდი ევრო გადარიცხეს.
შესაძლებელია თუ არა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდეს?
ინციდენტმა ბაზრის მონაწილეებში მრავალფეროვანი კითხვები წარმოშვა, განსაკუთრებით, ამ კლასის ისტორიული ვოლანტილობის გათვალისწინებით. თეორიაში სქელი თითის შეცდომამ შეიძლება მსხვილ ბირჟაზე კრიპტოვალუტის ფასი გაბეროს, ანდაც მომენტალურად დააქციოს იგი. თუ დავუშვათ, ერთ-ერთი კრიპტო-ვეშაპი ბიტკოინში გასაყიდად შემთხვევით $1 მილიარდის ღირებულების ორდერს გამოიტანს, თეორიაში ეს აქტივის ფასს თვალის დახამხამებაში დააქცევს.
საფონდო ბირჟებს ასეთი შემთხვევისთვის დაცვითი მექანიზმი გააჩნიათ - მათ აქვთ გარკვეული დრო, რა დროშიც მათ შეცდომის შესახებ უნდა ამცნობონ და ორდერი გააუქმონ. ცენტრალიზირებული ბირჟების ყველა ხარვეზის გათვალისწინებით, მათაც შეუძლიათ მსგავსი დაცვა უზრუნველყონ.
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
ბანკები VS კრიპტოვალუტა: რევოლუცია გადაიდო
კრიპტოენთუზიასტებსა და კრიპტოვალუტის დეველოპერებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ბლოკჩეინის გამოჩენა საბანკო სისტემის საფლავის ქვად იქცევა. მართლაც ასეა? ერთია მოდური და ხმამაღალი განცხადებები, და მეორეა- მკაცრი რეალობა და საფინანსო სისტემის განვითარების ისტორია. სტატიების ჩვენს ციკლში, ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ ფულის (რომელსაც ახლა ფიატურ ფულს უწოდებენ) წარმოქმნის ისტორია, საბანკო სისტემის განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- ბანკების როლი თანამედროვე მსოფლიოში.
15 ქვეყნის ცენტრალური ბანკი მზადაა კრიპტოვალუტის შექმნას მხარი დაუჭიროს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 15 ქვეყანა განიხილავს მსოფლიო ფინტექ ტენდენციებთან მიერთებისა და გადახდის ერთიან ფორმად ციფრული ვალუტების მიღების შესაძლებლობას. მოხსენებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორი ძირითადი მიზეზი გამოყო, თუ რატომ არის შესაძლებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება.