ხელის მარტივი მოძრაობა ჩვეულებრივ 28-დუიმიან სიჩქარეებიანი ველოსიპედს, YOSE Power-ის (Ebay) კონვერსიულ ელექტრონულ ველოსიპედად აქცევს, რომლის გამოყენებაც Lightning Network-ის ქსელში ტრანზაქციების შესრულების შემდეგ შეიძლება.
ელექტრობაიკის შემქმნელმა მატიას შტაინიგმა საკუთარ პირმშოს „ელვა-ბაიკი“ დაარქვა. ფაქტობრივად, ელექტრობაიკის ქირაობა Lightning Network-ის კრიპტოვალუტური მიკროგადახდების სისტემით შეიძლება. ახალი ტექნოლოგია ველოსიპედების გაქირავებით დაკავებულ ფირმებს აუცილებლად დააინტერესებს.
ამჟამად ახალი იდეა სატესტო რეჟიმშია, თუმცა საკუთარი ეფექტურობა და ფუნქციონალურობა ველოსიპედმა უკვე დაადასტურა. ბაიკის მთავარი განსაკუთრებულობა LR-თავსებადი საგადამხდელო აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს დისპლეიზე გამოჩენილი QR-კოდის სკანირების და არჩეულ დროში ველოსიპედის გამოყენების საფასურის გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
ველოსიპედზე არსებული დისპლეი სამ სხვადასხვა პერიოდს შორის არჩევის საშუალებას იძლევა: 1 წუთი, 3 წუთი ან 5 წუთი. ღირებულება 250 სატოში წუთში საკმაოდ პატარა თანხაა (შეგახსენებთ, რომ ერთი სატოში 0,0000001 ბიტკოინს უდრის).
პერიოდის არჩევის შემდეგ e-bike-ი გადახდის მოთხოვნას LN სერვერის კვანძზე აგზავნის. ეს უკანასკნელი მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და QR-კოდის გენერირებისთვის იყენებს, რომელიც მომხმარებლის ველოსიპედის დისპლეიზე აისახება. მიღებული QR-კოდის სკანირებისთვის საკუთარი აპლიკაციით საფასურის გადახდისთვის მომხმარებელს 60 წამი აქვს.
გადახდის დადასტურებისთანავე სისტემა მითითებული პერიოდის განმავლობაში იმუშავებს. დროის ამოწურვის შემდეგ, სისტემა ავტომატურად გამოირთვება და კვების გათიშვის გამო ელექტრობაიკიც ფუნქციონირებას შეწყვიტავს.
სისტემაში ერთპლატიანი Raspberry Pi Zero WH-ი გამოიყენება, რომელიც მობილურ ქსელთან კავშირს და რელეს გამოყენებით კვების წყაროს გადართვას ახორციელებს. Bitcoin-თან ერთად მომუშავე სისტემა, ტრანზაქციების მომენტალურად და მინიმალური დანახარჯებით შესრულებას უზრუნველყოფს.
Lightning-bike - ეს 28 დუიმიანი ტრავიალური ველოსიპედია, რომელსაც კომპანია YOSE Power-ის დამატებითი კომპლექტის და 250 ვატიანი ძრავას გამოყენება ელექტრო ველოსიპედად აქცევს. ამჟამად ველოსიპედი ექსპერიმენტულია და ბაზარზე არაა ხელმისაწვდომი.
თუმცა, ელექტროველოსიპედების გავრცელებასთან ერთად, მოცემული პროექტის რეალიზება ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი.
ასევე წაიკითხეთ
ფრანგული თამბაქოს მაღაზიები Bitcoin-ს გაყიდიან
თამბაქოსა და ლატარეის ბილეთებით მოვაჭრე ფრანგულმა მაღაზიებმა ხელშეკრულება კომპანია Keplerk-თან დადეს და 2019 წლიდან მომხმარებლებს ბიტკოინს შესთავაზებენ.
2019 წლის დასაწყისში Bakkt-ი ბიტკოინ-ფიუჩერსის მეშვეობით ბაზარს ააფეთქებს
პრობლემების მიუხედავად, რომელიც Bitcoin-ს ფიუჩერსულ ბაზარზე თანდაყვება, მარეგულირებელი მზად არის Bakkt's Bitcoin-ის კონტრაქტი დაამტკიცოს.