Bitcoin-ქსელის პირველი გენეზის-ბლოკი 2009 წლის იანვარში დაგენერირდა. მას შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა და, დღემდე, არსებობენ ე.წ. „ექსპერტები, რომლებიც დაობენ: არის თუ არა კრიპტოვალუტა ფინანსური პირამიდა. Bitcoin-ის სწრაფი ზრდა და, ამ სისტემაში ადრეულ პერიოდში ჩართული პირების სწრაფი გამდიდრება, 90-იან წლებში გავრცელებულ პირამიდას ჰგავს.
თავდაპირველად განვმარტოთ, თუ რას წარმოადგენს პირამიდა. აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ტერმინ „პირამიდა“-ს და „პონცის სქემას“ თაღლითობის ნაირსახეობად მიიჩნევს. „ორგანიზატორები ბიზნესში ინვესტირებისთვის ახალ მონაწილეებს თაღლითურად იზიდავენ და მათ, თავიანთი სახსრების მომგებიან პროექტებში, მინიმალური რისკით, დაბანდებას აიძულებენ. თაღლითები ახალ მონაწილეებს იმისთვის იზიდავენ, რომ მათი დაბანდების ხარჯზე ძველ მონაწილეებს დივიდენდები გადაუხადონ, რაც ბიზნესის კანონიერების ილუზიას ჰქმნის“, - განმარტავს SEC-ი.
ანალიზისთვის პირამიდის და bitcoin-ის საბაზო მახასიათებლები შევადაროთ:
მმართველობა.
პირამიდა: მას ერთიანი მართვის ცენტრი - წვერი, მართავს. ეს ადამიანთა ჯგუფია, რომელმაც პირამიდას საფუძველი ჩაუყარა და შემდგომში ისინი თავიანთ პირობებს კარნახობენ დანარჩენებს. ამ გუნდის გაქრობის შემდეგ, „აქციონერები“ სახსრებსგამოცლილნი რჩებიან.
Bitcoin - ერთრანგიანი კომპიუტერულ ქსელზე აწყობილი, ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების) აღრიცხვის განაწილებული სისტემას წარმოადგენს. სისტემას მართვის ერთიანი ცენტრი არ გააჩნია და ცენტრალიზირებულად არ იმართება, მართვა ყველა მონაწილეს შორის თანაბრად არის განაწილებული. ეს ნიშანვს, რომ ყველა მონაწილე, რომელიც ბიტკოინს ამუშავებს, სისტემის მონაწილეა. ეს ტრანზაქციების ელექტრონული აღრიცხვის წიგნია, რომელშიც შეუძლებელია ცვლილებების შეტანა და blockchain ეწოდება. ქსელის მონაწილეთა ტექნიკური რაოდენობა, რომლებსაც ამ წიგნის მთლიან ასლი აქვთ შენახული, ათი ათას ნოდს აღემატება.
შემოსავალი
პირამიდა: დიდი მოგების მოლოდინი. ფინანსურ პირამიდებში შემოსვლიანობა მთლიანად დამოკიდებულია ახალი ინვესტორების თანხებზე. ამასთანავე, პირამიდაში ჩადებული სახსრები, მოგების მოსატანად, რაიმე ბიზნეს-პროექტში არ მონაწილეობენ. ფული ბანალურად ნაწილდება მონაწილეთა შორის, ორგანიზატორები კი - დიდ ნაწილს იჯიბავენ.
Bitcoin: Bitcoin-ის მოგებას საბაზრო მექანიზმები არეგულირებენ - კრიპტოვალუტის ბირჟაზე მიწოდების და მოთხოვნის წესით. კრიპტობაზარზე მოწოდება ყოველთვის შეზღუდულია, მოთხოვნა კი - მუდამ იზრდება, რაც ბიტკოინის ფასის გაზრდას უზრუნველყოფს. მექანიზმი ფასიანი ქაღალდების ბირჟის პრინციპით მუშაობს, bitcoin - ციფრული აქტივია, რომლის ფასი ისე მატულობს, როგორც წარმატებული კომპანიების აქციები ძვირდება. გარდა ამისა, bitcoin-ის შექმნის დღიდან, მისი შემმუშავებლები მას როგორც ინვესტირების ინსტრუმენტი არასოდეს აანონსებდნენ. ამ მიზნით მისი გამოყენება თვით მომხმარებლებმა გადაწყვიტეს.
ინვესტორები
პირამიდა: მის მდგრადობას მხოლოდ კლიენტების ახალი დაბანდებები განაპირობებს. ამიტომ, ახალი ინვესტორების და მათი სახსრების მოზიდვა - პირამიდის არსებობის მთავარი პირობაა.
Bitcoin: ისეთი მცნებები, როგორებიცაა დეპოზიტორები და დივიდენდები საერთოდ არ არსებობს. პლატფორმები ღია საწყის კოდზე არის დაფუძნებული და მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფულად გადარიცხვებს თავის მისამართების/ანგარიშების შორის ახორციელებენ და ასევე, მაინინგებს შორის, რომლებიც სისტემის მუშაობას უზრუნველყოფენ და თავისივე სისტემის ხარჯზე აინაზღაურებენ ამ მუშაობას (პროგრამულად, მესამე პირების მონაწილეობის გარეშე). Bitcoin-ისთვის, როგორც ინოვაციური ფულადი სისტემისთვის, მნიშვნელოვანია ახალი მონაწილეების მოზიდვა და არა მათი ფიატური სახსრების. ახალი მონაწილეები, განსაკუთრებულად ისინი, რომლებიც თავიანთ კომპიუტერში Bitcoin-ის მთლიან აქტუალურ ვერსიას მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ან მაინინგით არიან დაკავებულები, bitcoin-ის ქსელის ღირებულებას მთლიანობაში ზრდიან.
პროდუქტი
პირამიდა: კლასიკური პირამიდა არ ქმნის სასარგებლო პროდუქტს და არ ეწევა მომსახურეობას. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არსებობს, მისი მოცულობა შეუზღუდავია ან, პირამიდის ფარგლებს გარეთ, არ გააჩნია საბაზრო ღირებულება.
Bitcoin: საკუთარი პროდუქტი - Bitcoin - მაინინგისას სისტემის მიერ გენერირდება. Bitcoin-ების საბოლოო რიცხვი დაახლოებით 21 მლნ.-ს შეადგენს, ხოლო, მაგალითად, ლაითკოინის - 84 მლნ.-ს. Bitcoin-ის ემისია სისტემით არის შეზღუდული: მოპოვებული მონეტების რაოდენობა, დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ორჯერ მცირდება. მაინერების მიერ მოპოვებული ყველა ახალი Bitcoin-ი სისტემაში არსებულ იმ მაინერების ფინანსურ წასახალისებლად იყენებენ, რომლებიც blockchain-ში ახალი ტრანზაქციების კონტროლს და ჩაწერას ახორციელებენ. მომავალში კი, მაინერებს შეუძლიათ თავიანთი вitcoin-ის ნაწილი ქსელის სხვა მონაწილეებს მომსახურების ან საქონლის სანაცვლოდ გადასცენ, ან მოახდინონ მათი ფიატში კონვერტირება. ამის შედეგად, вitcoin-ების რაოდენობა ქსელის მონაწილეებს შორის არის განაწილებული. გარდა ამისა, სისტემის პროდუქტი კრიპტოვალუტურ პლატფორმებსა და მრავალრიცხოვან სავალუტო BTC / Fiat წყვილებში ყოველდღიურად არის მოთხოვნილი. კრიპტოვალუტა მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე გავიდა და, ტრადიციულ ვალუტებთან ერთად, ბაზარზე მაღალ მოთხოვნაზე თავისი უფლებები წარადგინა. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია $800 მლრდ.-ს შეადგენდა.
სისტემის საიმედოობა
პირამიდა: იმსხვრევა, როგორც კი მისა აქტივებს ახალი მონაწილეები აღარ ავსებენ. პირამიდა ერთი მიზნით იქმნება - მოზიდული ინვესტიციებით გამდიდრება. მთელი შემოსავალი მონაწილეებსა და პირველ (მსხვილ) ინვესტორს შორის იყოფა. კრახი, როგორც წესი, მოულოდნელად და ძალიან სწრაფად დგება.
Bitcoin: Blockchain-ის კონცეფცია ნებისმიერი კრიპოვალუტის საბაზო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ რთულ პირობებშიც ახერხებს გადარჩენას. ეს ტექნოლოგია განვითარებადია, ხოლო, მისი გამოყენება მსოფლიოში ნებისმიერ ბიზნეს-სფეროში არის შესაძლებელი. ბიტკოინის არსი არის - ყველასათვის ხელმისაწვდომი წიგნი, რომელიც გთავაზობთ დეზინტეგრირებულ, შემოწმებულ მომენტალურ გადარიცხვას, რომელიც ფაქტიურად უფასოა. ახალი სტარტაპები კი, განვითარების ამოცანას ხსნიან.
როგორც ვხედავთ, ფინანსური პირამიდებსა და კრიპტოვალუტებს პრინციპული სხვაობები გააჩნიათ. ბიტკოინს პირამიდის სტრუქტურა არ გააჩნია, რომელზეც სერიოზულად შეიძლება საუბარი. ის რაც პირამიდალურად გვეჩვენება - მხოლოდ ფასის მკვეთრი ზრდა არის. თუმცა, ბიტკოინის ფასს მთლიანად ბაზარი განაპირობებს - ანუ, მიწოდებასა და მოთხოვნაზე დაფუძნებული ბალანსი.
თუ რომელიმე კრიპტოვალუტურ სისტემას ახალი წევრები არ ემატება, ის კრახს არ განიცდის. მისი კურსი უბრალოდ ზრდას შეაჩერებს. ციფრული მონეტების მომხმარებლებს ზუსტად ისეთივე ზარალის მიღება შეუძლიათ, როგორსაც ჩვეულებრივი ფიატის მფლობელები იღებენ დევალვაციის დროს.
ბიტკოინის ისტორიის და განვითარების კრიტიკულად განწყობილი ზოგიერთი „მკვლევარები“ თავიანთ მოსაზრებას იმ არგუმენტით ამაგრებენ, რომ ბიტკოინის სისტემის შემქმნელი სატოში ნაკამოტო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.
ნამდვილად, ფინანსური პირამიდების შემქმნელების ანონიმურობის ფაქტს ადგილი აქვს. თუმცა, მავროდის თავისმა არაანონიმურობამ ხელი არ შეუშალა, პოსტ-საბჭოთა სივრცეში უდიდესი პირამიდის აშენებაში.
ამიტომ ჩვენ ანონიმურობის საკითხს ანალიზისთვის ჩართული ელემენტის სტატუსს ვანიჭებთ.
ასევე წაიკითხეთ
ფორკი Bitcoin SV გაშვებისთვის მზადაა
nChain-ს, Bitcoin Satoshi Vision-ის მონაცემებით, ახალი ფორკი Bitcoin Cash გაშვებისთვის თითქმის მზადაა. პროგრამული პროდუქტის წინაწსარი ვერსია სტარტაპმა უკვე გამოუშვა. Bitcoin SV ბეტა-ვერსია დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში იტესტებოდა და ახლა რამდენიმე ახალი ტექნიკური ცვლილებით გაშვებისთვის მზად არის. ამ ცვლილებების ფარგლებში Windows მხარდაჭერა ამოღებულია.
რუსეთის დუმაში განაცხადეს რომ ბიტკოინი რუსმა „თავკომბალებმა“ შექმნეს
რუსეთის სახელმწიფო დუმაში თვლიან, რომ ბიტკოინის შექმნის უკან რუსი პროგრამისტები დგანან, გამოყენებით კი მას ამერიკული სპეც-სამსახურები იყენებენ. თუმცა ციფრულ ვალუტებზე უარის თქმას ეს სულაც არ ნიშნავს. სამრეწველო შპიონაჟი შესაძლოა რუსეთს IT-ინდუსტრიის განვითარებაში დაეხმაროს.