აშშ-ში ოჰაიოს შტატის მიერ არც ისე დიდი ხნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გადასახადების ბიტკოინის საშუალებით გადახდასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კრიტიკა და ვნებათა ღელვა გამოიწვია - ბევრი ამას არაპრაქტიკულ და დაუფიქრებელ პიარ სვლას უწოდებს.
სკეპტიკოსების აზრით, ბიტკოინი არ არის გადახდის შესაბამისი საშუალება საკუთარი ვოლატურობის და გამყიდველთა შორის მასიური აღიარების არ არსებობის გამო. დღევანდელი დღისთვის, ბიტკოინით გადასახადების გადახდისას ადამიანი ვერანაირ უპირატესობას ვერ ღებულობს. შტატს უბრალოდ სურს ციფრული ვალუტებისადმი საკუთარი დამოკიდებულება და კეთილი ნება გამოავლინოს.
ზოგიერთი თვლის, რომ გადასახადების ბიტკოინებით გადახდა არაპრაქტიკულია. მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დოცენტის, ენდრიუ ვუს განცხადებით, ბიტკოინის ვოლატურობა მას „უკიდურესად არამომხიბლავ“ საგადასახადო საშუალებად აქცევს.
ამავე დროს, ბერნი მორენო (ავტომობილების დილერი ოჰაიოს შტატიდან) 2018 წლის ნოემბრის თვის გადასახადები ბიტკოინის გამოყენებით დაფარა. მისი აზრით, მომავალში ეს ტენდენცია გამართლებული იქნება.
„ციფრული ვალუტები და ბლოკჩეინი - ეს ნამდვილი რევოლუციაა ტექნოლოგიების სფეროში“ 0 განაცხადა მორენომ, რომელმაც ბიტკოინის სანაცვლოდ ორი Porsche და ერთი Aston Martin-ი გაყიდა.
კრიპტოვალუტის გამოყენებით გადასახადების დაფარვის იდეა ოჰაიოს შტატის ხაზინდარს ჯოშ მანდელს ეკუთვნის, რომელიც ბიტკოინს „გადახდის კანონიერ ფორმად“ მიიჩნევს.
CCN-ის ინფორმაციის თანახმად, ოჰაიოს შტატის მთავრობა კრიპტოვალუტური გადახდების დამუშავებისთვის და მათი დოლარში კონვერტაციისთვის, საგადასახადო კომპანიასთან BitPay ითანამშრომლებს.
ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატული წევრის, ედი ჰიუზის აზრით, შტატ ოჰაიოს ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის მისაბაძი მაგალითი შეიძლება გახდეს. შესაძლოა, რომ მომავალში კრიპტოვალუტის გამოყენებით გადასახადები ნისლიანი ალბიონის მაცხოვრებლებმაც გადაიხადონ .
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: დღეს ბიტკოინი - ეს ლატარიის ბილეთია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის და ეკონომიკის ამჟამინდელი პროფესორი კენეტ როგოფი თვლის, რომ მოცემული მომენტისთვის ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები იგივეა რაც „ლატარიის ბილეთი“.
ფორკი Bitcoin SV გაშვებისთვის მზადაა
nChain-ს, Bitcoin Satoshi Vision-ის მონაცემებით, ახალი ფორკი Bitcoin Cash გაშვებისთვის თითქმის მზადაა. პროგრამული პროდუქტის წინაწსარი ვერსია სტარტაპმა უკვე გამოუშვა. Bitcoin SV ბეტა-ვერსია დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში იტესტებოდა და ახლა რამდენიმე ახალი ტექნიკური ცვლილებით გაშვებისთვის მზად არის. ამ ცვლილებების ფარგლებში Windows მხარდაჭერა ამოღებულია.
