ბოლო დროს ბლოგერები სულ უფრო ხშირად აწყდებიან კონტენტის ფილტრაციის მკაცრ ალგორითმებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მასალებზე ცენზურის დადების წყალობით, რომლებიც AdSense სარეკლამო პოლიტიკას არ შეესაბამებიან, პლატფორმამ ბევრი უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა.
მოცემული ალგორითმები, ხშირ შემთხვევაში, არასწორედ მუშაობენ და კონტენტს ბლოკავენ, რომელიც პლატფორმის ფუნქციონირების წესებს საერთოდ არანაირად არ აღწვევს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოჩენასთან ერთად, ეს პრობლემები თანდათანობით გაქრება.
რამდენიმე თვის წინ YouTube-ს თანამშომლებმა აღიარეს, რომ ალგაროთმი
გამოსულია მწყობრიდან. ეს მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც რამდენიმეჯერ შეურაწმყოფელი ვიდეორგოლი უკონტროლოდ გაეშვა , მაშინ როდესაც ადეკვატური მასალები იბლოკებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ალგორითმის გარდა, კონტენტის გარკვეულ ნაწილს თავად YouTube-ის თანამშრომლები მიზანმიმართულად ბლოკავენ, როდესაც გამოქვეყნებული ვიდეომასალა მათ პირად პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებს არ შეესაბამება.
2017 წელს YouTube-ს საჯაროდ დასდეს ბრალი, ლგბტ წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე ცენზურის გავრცელებაზე.
პლატფორმის მასშტაბების და ყოველ 30 წამში მასზე 185 საათიანი კონტენტის ატვირთვის გათვალისწინებით, შეცდომებს, პრობლემებს და ბაგებს ადგილი ყოველთვის ექნება.
საგულისხმოა, რომ YouTube-ს შემთხვევაში ეს შეცდომები ერთეულოვანი არ არის. Facebook-ის, Twitter-ის, Google-ის და Amazon-ის მსგავსი სხვა ცენტრალიზირებული პლატფორმების მუშაობაც კრიტიკის საბაბი არაერთხელ გახადა. ხშირ შემთხვევაში ეს ცენზურით იყო განპირობებული. რამდენჯერმე საქმე სასამართლომდეც კი მივიდა.
წარმოიდგინეთ ვიდეო პლატფორმა, სადაც რეკლამის განმთავსებლებს კონტენტის დაქირავების და მათთვის პირდაპირი გადახდის საშუალება აქვს.
ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, სადაც რეკლამით გარე ორგანიზაციაა დაკავებული, ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა ბრენდებს კონტენტის პირდაპირი არჩევის საშუალებას მისცემს. ასეთი პლატფორმები უკვე არსებობს. მაგალითად, AQUER-ი ან Verasity-ი, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს და სმარტ კონტაქტებს იყენებენ. ასეთი მიდგომის მთავარი უპირატესობა, შუამავალი რგოლის ამოვარდნაში მდგომარეობს, რაც თავისმხრივ რეკლამის განმთავსებლის და კონკენტის შემქმნელის შემოსავლებს ზრდის.
ამავდროულად, გარე ორგანიზაცია, დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს თუ რომელ კონტენტს გადაუხადოს, ვინაიდან ბრენდები მას პირდაპირი წესით ირჩევენ.
YouTube-ის მსგავსი სოციალური პლატფორმები მაყურებელს საზიზღარი რეკლამებით „ბომბავს“. ამ მომენტისთვის უკვე არსებობენ პროექტები, რომელთა
მიზანიც კონტენტის შემქმნელებს, ბრენდებსა და მაყურებელს შორის გამჭირვალე ურთიერთქმედების p2p შექმნაა. ისეთი პროექტების წყალობით როგორიცაა AQUER-ი ან Verasity-ი ცენზურა წარსულს ჩაბარდება.
AQUER-ი ან Verasity-ი - არ არის პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა. პროექტები - Viewly, VideoCoin, Theta და Creator.ai მომხმარებელს მსგავს გადაწყვეტილებებს თავაზობენ. თუმცა ამჟამად ყველა მათგანი ჯერ კიდევ შემუშავეის ეტაპზეა.
ეჭვს გარეშეა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პოპუარიზაციასთან ერთად, ონლაინ კონტენტი ასევე დეცენტრალიზაციის მხარეს დაიწყებს მოძრაობას.
მასალების მიხედვით nasdaq.com/
ასევე წაიკითხეთ
ენერგეტიკულმა გიგანტებმა ნავთობით ვაჭრობისთვის ბლოკჩეინ-პლატფორმა გაუშვეს
VAKT პლატფორმა წარმოადგენს გარიგების შემდეგი პროცესებით მართვის სისტემას, ყიდვა-გაყიდვის პროცედურის შეთანხმების უზრუნველყოფითა და ნედლეულის მიწოდების მონიტორინგს. პლატფორმის მიზანია, საიმედო ბლოკჩეინის ეკოსისტემის შექმნის გზით, მსოფლიო სავაჭრო ინდუსტრიის ციფრული ფორმირება.
შეძლებს თუ არა ბლოკჩეინი Goldman Sachs-ის გადარჩენას?
Goldman Sachs არსებობის განმავლობაში ყველაზე უარეს სკანდალში გაეხვა - მრავალმილიარდიანი საერთაშორისო თაღლითობა. გამომძიებლები ამ საქმეს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკს უკავშირებენ, რომელმაც თაღლითობის გზით მოპოვებული სახსრები ფუფუნების საგნებზე და ცხოვრების ექსტრავაგანტულ რიტმზე დახარჯა.