როგორ ავუხსნათ ხუთი წლის ბავშვს რა არის ბიტკოინი?

როგორ ავუხსნათ ხუთი წლის ბავშვს რა არის ბიტკოინი?

...ანუ თუ დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ეს ყველაფერი რა ჯანდაბაა

წარმოიდგინეთ თბილი მზიანი დღე და პარკი, სადაც ჩვენ სკამზე ვსხედვართ. მე თან ვაშლი მაქვს, რომელსაც თქვენ გაძლევთ. ამიერიდან თქვენ ერთი ვაშლი გაქვთ, მე კი არც ერთი.

ყველაფერი მარტივია.

ჩემმა ვაშლმა თქვენს ხელში გადმოინაცვლა. ამ ოპერაციის შესრულებისთვის შუამავლისთვის არც ერთ ჩვენგანს არ მიუმართავს. გადაცემის ფაქტის დადასტურებისთვის არც მესამე პირის დაძახება გახდა საჭირო.

ამიერიდან ვაშლი მე აღარ მეკუთვნის, ის თქვენია, ისევე როგორც მისი განკარგვის უფლება. თქვენ ის შეგიძლიათ თავად მიირთვათ ან სხვა მეგობარს გადასცეთ. ასე გამოიყურება ინდივიდუალური გაცვლა. ამ შემთხვევაში გადაცვლის საგანს მნიშვნელობა არ აქვს - იქნება ეს ბანანი, წიგნი თუ 50 ლარიანი კუპიურა.

ახლა კი მოცემულობა ცოტათი გავართულოთ. დავუშვათ, მე ერთი ციფრული ვაშლი მაქვს, რომელსაც თქვენ გაძლევთ. მაგრამ რეალური ვაშლისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში თქვენ არანაირი გარანტია არ გაქვთ იმისა, რომ ციფრული მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. იქნებ თქვენთვის გადმოცემამდე ის ინტერნეტში ავტვირთე და ამასობაში თავისუფალ წვდომაში მყოფი ციფრული ვაშლი მილიონობით ადამიანმა იხილა და ჩამოტვირთა?

ფიზიკური ნივთებისგან განსხვავებით, ციფრული გადაცვლა გაცილებით რთული პროცესია. მის სრულყოფაზე კომპიუტერების და ქსელური სისტემების სპეციალისტებმა არაერთი წელი დახარჯეს. ამჟამად საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა უკვე მოძებნილია. თუმცა მოდით, ვცადოთ მას თავად მივაკვლიოთ.

საბუღალტრო წიგნები

შესაძლოა, ციფრული ვაშლების აღრიცხვიანობისთვის საბუღალტრო წიგნებს მივმართოთ. ამისთვის წიგნი ციფრული უნდა იყოს, საკუთარი ხელმძღვანელი და სისტემა ქონდეს, რომელთანაც ის დაკავშირებული იქნება. მაგალითად, ცნობილი ონლაინ თამაშის World of Warcraft-ის შემქნელი კომპანია Blizzard საკუთარ „ციფრულ საბუღალტრო წიგნს“ ფლობს, სადაც ყველა იშვიათი ცეცხლოვანი ხმლის აღრიცხვა ხდება. ეფექტური და ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების უკან რამდენიმე პრობლემა იმალება:

1 - სისტემის არაკეთილსინდისიერ ხელმძღვანელს საკუთარ ბალანსზე უსასრულო რაოდენობის ციფრული ვაშლები შეუძლია დაიმატოს;

2 - მოცემული მეთოდი ვერ აკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნას, რომელიც გადაცვლის პროცესის გამარტივებისკენ და ამ პროცესიდან შუამავლების ამოგდებისკენაა მიმართული.

გადაწყვეტილება

რა მოხდება თუ ციფრული წიგნისადმი წვდომას ყველა მიიღებს? Blizzard-ის კომპიუტერში ყოფნის სანაცვლოდ, ის ყველა მოთამაშის კომპიუტერში იქნება მოთავსებული. სისტემის ამოქმედების მომენტიდან განხორციელებული ციფრული ვაშლების ყველა ტრანზაქცია მასში იქნება ჩაწერილი და დამახსოვრებული. ამ სისტემის მოტყუება წარმოუდგენელია. მე ვერ შევძლებ თქვენთვის იმ ვაშლის გამოგზავნას, რომელიც არ მაქვს, რადგან ამ პროცესის სინქრონიზირება სისტემაში ჩართულ სხვა წევრებთან შეუძლებელი იქნება. ამასთან ერთად, სისტემა არ კონტროლდება ერთი კონკრეტული პიროვნებით. შესაბამისად საერთო წესების ავლის მიზნით გადადგმული ნაბიჯი შეუმჩნეველი არავისთვის დარჩება. კოდს და შესაბამის წესებს თავისუფალი წვდომა აქვს.

რეალურად ყველაფერი ცოტათი უფრო მარტივია

ზემოთ აღწერილი სისტემა უკვე არსებობს და მას ბიტკოინის პროტოკოლი ქვია. მასში ციფრული ნაშლების ნაცვლად ბიტკოინები გამოიყენება. რა უპირატესობებს გვაძლევს ციფრული რეესტრი?

1 - სისტემის ამოქმედებამდე, მასში ციფრული ვაშლების კონკრეტული ოდენობა წინასწარ იყო ჩადებული. ეს კი ნიშნავს, რომ მათი რაოდენობა შეზღუდულია.

2 - ამიერიდან თქვენ გეცოდინებათ, რომ ვაშლი, რომელიც მე გადმოგეცით, მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ფაქტი და გადაცემის დრო რეესტრში იქნება დაფიქსირებული.

3 - ვინადან რეესტრი საჯაროა, ჩვენ წესრიგის გაკონტროლებისთვის არ გვჭირდება მესამე პირი.

სისტემის შიგნით ციფრული ვაშლის გადაცვლა პარკში განხორციელებულ პროცესს შინაარსობრივად ზუსტად იმეორებს. თქვენ ნათლად ხედავთ, ვაშლი ჩემი მფლობელობიდან თქვენსაში როგორ გადადის.

ყველაზე საინეტრესო ამ ყველაფერში კი ისაა, რომ რადგანაც ვაშლი ციფრულია, ღილაკის ერთი დაჭერით მე მილიონი, მილიარდი ან სულაც 0,00001 ვაშლი შემიძლია გადმოგიგზავნოთ. ამასთან გადაგზავნის მომენტში მე შემიძლია ნიუ იორკში ვიმყოფებოდე, თქვენ კი ნიკარაგუაში. ჩემი სურვილისამებრ ვაშლს ტექსტური გზავნილიც შემიძლია გავაყოლო. ისიც ხომ ციფრული იქნება. თუმცა მაინც რჩება ერთი კითხვა - როგორ უნდა შევაფასოთ ციფრული ვაშლები?

დავა ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. სხვადასხვა ეკონომიკური სკოლები და სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები, პროგრამისტები განსხვავებულ აზრებს გამოხატავენ. ერთნი ირწმუნებიან, რომ ციფრული ვაშლების გადაგზავნის სისტემა მილიარდები ღირს, მაშინ როდესაც სხვები მასში ღირებულს ვერაფერს ხედავენ. მესამენი მას ვირტუალურ ოქროდ მიიჩნევენ. ნაწილი თვლის, რომ ბიტკოინი მსოფლიოს შეცვლის, ზოგი კი მას დიდ სისულელედ და აფერად მოიაზრებს. პირადათ თქვენ ყური არც ერთ მათგანს არ უნდა დაუგდოთ. თქვენ საკუთარი აზრი უნდა გქონდეთ ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა ეს უკვე სულ სხვა სტატიის საკითხია. ბიტკოინის შესახებ კი ახლა სხვებთან შედარებით ცოტათი უფრო მეტი იცით.


მასალების მიხედვით https://medium.freecodecamp.org

ასევე წაიკითხეთ

38922018-11-15

არბიტრაჟი - მარტივი და გასაგები შემოსავალის წყარო

ერთსა და იმავე აქტივზე ფასის განსხვავება სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე გვაძლევს საარბიტრაჟო გარიგებებით მოგების მიღების საშუალებას.

სწავლება
64282018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან სწავლება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64282018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43152018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33502018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32742018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain