კრიპტოვალუტაში ინვესტირება ძალიან მიმზიდველია, ადრე თუ გვიან ჯეკპოტის მოგების იმედი შეიძლება გქონდეთ. თუმცა ინვესტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ მხოლოდ კრიპტოვალუტის ყიდვა და მისი საფულეში შენახვა საკმარისი არ არის. ყველაფრის დაკარგვის მაღალი რისკი არსებობს, თუკი სათანადო შენახვა უზრუნველყოფილი არ იქნება. მთავარი რჩევა - სხვის შეცდომებზე ისწავლეთ.
თქვენი საკონტროლო ფრაზის ჩაწერა არ დაგავიწყდეთ
XRP რამდენიმე თვის წინ შევიძინე და მათ Android-ის საფულეში ვინახავდი, რომელიც Google Play Store-დან დავაინსტალირე. შესვლისთვის ერთჯერადი პაროლი და პინკოდი შევქმენი, რომელთაც საკუთარი XRP-ზე წვდომისთვის ვიყენებდი.
გარდა ამისა, საფულის შექმნისას აპლიკაციამ გასაღების აღდგენისთვის ფრაზის ჩაწერა შემომთავაზა, მაგრამ მე ეს პარამეტრი გამოვტოვე, რადგან ვფიქრობდი, რომ ტელეფონს არასოდეს დავკარგავდი. თუმცა მაინც დავკარგე და აპლიკაცია სხვა ტელეფონზე თავიდან დავაყენე. როდესაც აპლიკაციამ დაყენების დროს ჩემთვის შექმნილი ფრაზის შეყვანა მომთხოვა, მივხვდი, რომ ჩემი მონეტები სამუდამოდ დაიკარგა.
საფულეში კრიპტოვალუტის ყიდვა ერთია, და მისი უსაფრთხოდ შენახვა - მეორე. ამიტომ საიდუმლო გასაღების სარეზერვო ასლების გაკეთება არ დაგავიწყდეთ. გაითვალისწინეთ, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტირება გრძელვადიანი პროექტია, ამიტომ საკონტროლო ფრაზა სანდო ადგილას უნდა ინახებოდეს.
კრიპტოვალუტის ოფიციალურ ცივ საფულეში შენახვა
google play store-ში ბევრი საფულე არსებობს, თუმცა მათი უმეტესობა არც ისე სანდოა. რამდენიმე მათგანი თქვენს დეპოზიტს სიხარულით მიიღებს, თუმცა როგორც კი სახსრების მოხსნას გადაწყვეტთ, სასაცილო საბაბები გაჩნდება. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ წინ საფრთხეა.
კრიპტოვალუტის საფულეში გადაშვებამდე ჯერ კრიპტოვალუტის იმ ოფიციალურ საიტს ეწვიეთ, რომლის შეძენას გეგმავთ და რეკომენდირებული საფულეები გამოიყენეთ. საკუთარ აქტივებს ნებისმიერ საფულეში ნუ აგზავნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტი და მოხმარისთვის უსაფრთხოა. თქვენ ასევე წინა მომხმარებლების გამოხმაურების შემოწმება შეგიძლიათ.
გახსოვდეთ, რომ გარკვეული ტოკენები ამოქაჩვისა და ჩამოყრისთვის იქმნება
მცირე კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტაში ინვესტირება შეიძლება მომგებიანი, თუმცა საშიშიც იყოს.
უცნობ მონეტაში ინვესტირებამ მისი ფასისა და საბაზრო კაპიტალიზაციის გამო შესაძლოა, დიდი მოგება მოგიტანოთ, როდესაც საერთო საბაზრო ფასი მკვეთრად გაიზრდება და შესაძლოა, დიდი ზარალი მოგიტანოთ, როდესაც საერთო ფასის მცირედი ვარდნა მოხდება. კრიპტოვალუტაზე იაფმა ფასმა შესაძლოა ბევრის ყიდვისკენ გიბიძგოთ. მიუხედავად ამისა, ასეთი კრიპტოვალუტა ბაზრიდან შესაძლოა სავსებით გაქრეს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. შექმნის ისტორია და გუნდი, რომელიც კრიპტოვალუტის უკან დგას, შეძენვამდე ყოველთვის შეამოწმეთ.
ასევე წაიკითხეთ
როგორ ავუხსნათ ხუთი წლის ბავშვს რა არის ბიტკოინი?
...ანუ თუ დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ეს ყველაფერი რა ჯანდაბაა
კრიპტოვალუტა საკუთარი ხელებით: ახლა კი ცოტა სერიოზულად
ტოკენ-სატყუარას შექმნა ჩვენ უკვე განვიხილეთ. ამჯერად კი იმის გარკვევას ვეცდებით, სრულყოფილი კრიპტოვალუტის შესაქმნელად რა არის საჭირო.