კრიპტოვალუტებით ვაჭრობა როგორც ინსტიტუციურ, ასევე საცალო ტრეიდერებისთვის პოპულარულ საინვესტიციო მეთოდად იქცა. გამოყენებისთვის მოსახერხებელი პლატფორმების რიცხვი იზრდება, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პლატფორმებისა და საინვესტიციო პროდუქტების არჩევა ღირს, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
კრიპტოვალუტური ბირჟები საფონდო ბირჟების ანალოგიურად მოქმედებს. ისინი მომხმარებლებს ერთმანეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობის საშუალებას აძლევს, რამდენიმე მათგანმა კი საკუთარი კლიენტებისთვის შესაძლებლობები გააფართოვა და ამჯერად მათ ფიატური ვალუტებით ვაჭრობა შეუძლიათ (მაგალითად, USD ან EUR).
კრიპროვალუტების გამცვლელების ორი სახეობა არსებობს - ცენტრალიზებული გამცვლელები (CEX) და დეცენტრალიზებული გამცვლელები (DEX). ცენტრალიზებული კრიპროვალუტური ბირჟები მომხმარებლისგან ვაჭრობის დაწყებამდე სახსრების შეტანას ითხოვს. დეცენტრალიზებული გამცვლელები კი ისეა აწყობილი, რომ ყოველ მომენტში მომხმარებელს საკუთარი სახსრების მთლიანად გაკონტროლება შეუძლია.
ცენტრალიზებული გამცვლელები
ყოველ ცენტრალიზებულ ბირჟას მომხმარებლის სახსრების შენახვის საკუთარი მექანიზმი გააჩნია. ცენტრალიზებულ ბირჟებს, რომლებიც მომხმარებელს ფიატური წყვილებით ვაჭრობის შესაძლებლობას არ სთავაზობს, ხშირად უფრო ნაკლები საკომისიო აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც ასეთ საშუალებას იძლევა. ბევრი ცენტრალიზებული გამცვლელი პლატფორმიდან სახსრების მოსახსნელად დამატებით გადასახადს აწესებს.
ცენტრალიზებული გამცვლელები ტრანზაქციების შესახებ სრულ ინფორმაციას საკუთარ რეესტრებში ინახავს. ასეთ მიდგომას თავისი უპირატესობა აქვს, ვინაიდან კლიენტის შესახებ ინფორმაცია საჯარო ბლოკჩეინზე ნახვისთვის მიუწვდომელია. თუმცა ასევე ეს იმას ნიშნავს, რომ კლიენტებს ტრანზაქციის სწრაფად დადასტურების საშუალება და სახსრებზე საკუთრების უფლება ხშირად არ აქვთ.
DX Exchange-ის გენერალურმა დირექტორმა დენიელ სკურონსკიმ გამოცემა Finance Magnates განუცხადა:
ბევრი ასეთი გამცვლელი მარკეტ-მეიკერებს ამატებს, რომლებიც ყიდვა-გაყიდვით მოცულობას ზრდიან, ასევე ორმხრივ საბროკერო გარიგებებს აწარმოებენ. სწორედ ამ მიზნით ბევრი გამცვლელი ტრეიდ-ბოტებს ქმნის.
დეცენტრალიზებული გამცვლელები
ფაქტობრივად, დეცენტრალიზებული გამცვლელები იგივე ფუქციას ასრულებს, რასაც ცენტრალიზებული - ეს პლატფორმებია, რომლებზეც მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საკვანძო განსხვავებაც არსებობს.
პირველ რიგში, დეცენტრალიზებული გამცვლელები კრიპტოვალუტური ბაზრებია, რომლებიც მომხმარებელთა მონაცემების შენახვისთვის უცხო პირებს არ ეყრდნობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც თქვენ ასეთი გამცვლელით სარგებლობთ, თქვენ ერთადერთი ხართ, ვისაც თქვენს სახსრებზე წვდომა აქვს. ცენტრალიზებული გამცვლელები კი ვაჭრობის დაწყებამდე სახსრების შეტანას ითხოვს.
გარდა ამისა, დეცენტრალიზებული გამცვლელები საკუთარ მომხმარებლებს ფიატის კრიპტოვალუტებზე გაცვლას არ სთავაზობს.
იმის გამო, რომ დეცენტრალიზებული ბირჟები საკუთარი მომხმარებლების სახსრებს არ ინახავს, ისინი, როგორც წესი, უფრო უსაფრთხოდ არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, TABB Group-ის ანგარიშის მიხედვით, „ტექნოლოგია [რომელიც დეცენტრალიზებული გამცვლელის უკან დგას] სათანადოდ განვითარებული ჯერ კიდევ არ არის, და ნებისმიერ შემთხვევაში, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით მყიდველების და გამყიდველების მოზიდვის აუცილებლობა ყოველთვის დარჩება“.
Coinbase UK გენერალურმა დირექტორმა ზიშან ფეროზმა Finance Magnates განუცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ „დეცენტრალიზებული გამცვლელების მოუმწიფებლობის
მიუხედავად, მათ პოტენციალი ნამდვილად აქვთ, და ეკოსისტემის ზრდასთან ერთად, ისინი სულ უფრო პოპულარული გახდება“.
ფასების სხვაობაზე კრიპტოვალუტური კონტრაქტები
კრიპტოვალუტების ტრადიციულ ფინანსურ სფეროებში შესვლის კვალდაკვალ ბაზარზე კრიპტოვალუტური სავაჭრო ინსტრუმენტების უამრავი რაოდენობა გაჩნდა. კრიპტოვალუტური CFD (ფასების სხვაობაზე კონტრაქტები) ინსტიტუციურ და საცალო ინვესტორებში სულ უფრო პოპულარული ხდება.
CFD - კონტრაქტებია, რომლებიც ტრეიდერსა და საბროკერო კომპანიას შორის ფორმდება. CFD-ის მფლობელს აქტივის მიმდინარე ღირებულებასა და მის მიერ პროგნოზირებად ღირებულებას შორის არსებული სხვაობის მიღებაზე ნაბართვა გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუკი ტრეიდერი არასწორ პროგნოზს გააკეთებს, მას დანაკარგების ანაზღაურება მოუწევს. დამწყები ინვესტორებითვის CFD უკიდურესად სარისკოა. საკუთარი კლიენტებისთვის CFD ტრეიდინგის შეთავაზების უფლება მხოლოდ რამდენიმე კომპანიას გააჩნია.
ამრიგად
თქვენს მიერ არჩეული პლატფორმის მიუხედავად, დასაწყისში თქვენ ყოველთვის უნდა შეამოწმოთ, კომპანია კანონიერად მუშაობს თუ არა. უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა პლატფორმას ლიცენზია ან სხვა სანებართვო საბუთები.
საბედნიეროდ, კრიპტოვალუტური საზოგადოება სხვადასხვა გამცვლელების გამოყენებასა და სავაჭრო პლატფორმების სხვა სახეობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს აქტიურად უზიარებს. ვიდრე გადაწყვეტთ, რომელი პლატფორმა აირჩიოთ, თქვენ ის რაც შეიძლება კარგად უნდა შეისწავლოთ.
გირუსვებთ წარმატებას!
ასევე წაიკითხეთ
არბიტრაჟი - მარტივი და გასაგები შემოსავალის წყარო
ერთსა და იმავე აქტივზე ფასის განსხვავება სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე გვაძლევს საარბიტრაჟო გარიგებებით მოგების მიღების საშუალებას.
კრიპტოვალუტა საკუთარი ხელებით: ახლა კი ცოტა სერიოზულად
ტოკენ-სატყუარას შექმნა ჩვენ უკვე განვიხილეთ. ამჯერად კი იმის გარკვევას ვეცდებით, სრულყოფილი კრიპტოვალუტის შესაქმნელად რა არის საჭირო.