კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო ღრმად ინტეგრირდება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენთვის ჩვეულ გადახდის ტერმინალებთან და ბანკომატებთან ერთად, დიდი ქალაქის ქუჩებში ნელ-ნელა კრიპტომატებიც გამოჩნდა. ვეცდებით გავარკვიოთ, რისთვისაა საჭირო და როგორ გამოვიყენოთ.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კრიპტოვალუტაში ინვესტირება მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო, ხოლო კრიპტოვალუტის ყიდვა ხალხისთვის, ვინც ოდნავ მოშორებული იყო ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რაღაც მიუწვდომელი ამბავი ეგონათ. ვინაიდან, იმისთვის, რომ გეყიდა კრიპტოვალუტა, საჭირო იყო დარეგისტრირებულიყავი ბირჟაზე, საკმაოდ რთული ვერიფიკაციის გავლაც გიწევდა, საბირჟო ექაუნთზე თანხის შეტანაც ( ხანდახან საკმაოდ დიდი საკომისიოც), სავაჭრო ოპერაციის შესრულება და შემდეგ უნდა გამოგვეტანა შეძენილი კრიპტოვალუტა.
ეს ყველაფერი ერთჯერადი ოპერაციისთვის ძალიან დიდ დროს, ძალასა და ნერვებს გვართმევდა. არსებობს კიდევ სხვა, უფრო მარტივი და სწრაფი, მაგრამ ოდნავ სარისკო გზაც, - ისარგებლო გაცვლითი პუნტქტების მომსახურეობით ან კერძო "გადამხურდავებლებთან". კრიპტომატების გამოჩენის შემდეგ ამოცანა საგრძნობლად გამარტივდა და კარი გააღო ინვესტირებისთვის, ყველასთვის აბსოლიტურად.
ყოველ მომდევნო წელს კრიპტომანები სულ უფრო და უფრო მეტნი ხდებიან. Coin ATM Radar საიტის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი სულ რაღაც 1000-ზე ოდნავ მეტი იყო. ახლა კი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 3900 კრიპტომატი არის დამონაჟებული. სამწუხაროდ, Coin ATM Radar-ი ყოველთვის ვერ ასწრებს კრიპტომატების სწრაფ მზარდ ტემპს აჰყვეს, ამიტომ მათი რეალური რიხვი გაცილებით მეტია. ასევე, სულ უფრო მეტი კრიპტომატი, არა მხოლოდ Bitcoin-ის, არამედ სხვა პოპულარლი კრიპტოვალუტების მხარდაჭერასაც უზრუნველყოენ. როგორიცაა: Bitcoin Cash-ი, Ethereum-ი, Dash-ი და Litecoin-ი.
ტექნიკურად კრიპტომატები წარმოადგენენ თავისთავად სპეციალიზირებულ გადახდის ტერმინალს ნაღდი ფულით ოპერაციების ჩასატარებლად. მარტივ შემთხვევაში, კრიპტომატი გვაძლევს მხოლოდ ნაღდი ფულით ყიდვის შესაძლებობას. უფრო მოწინავე კრიპტომატები კი მის გაყიდვის შესაძლებლობასაც.
როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა კრიპტომატში?
კრიპტოვალუტის ყიდვა ძალზედ მარტივი პროცედურაა. გამომდინარე იქიდან თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფაა დაყენებული კრიპტომატში, პროცედურა ოდნავ შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ზოგადი სქემა ერთიანი რჩება.
კლიენტი ირჩევს ვალუტას, რისი შეძენაც სურს; კრიპტომატი ასკანირებს ტელეფონიდან ან ქაღალდის ფურცლიდან QR-კოდის მისამართს, სადაც იქნება გადარიცხული შეძენილი კრიპტოვალუტა; კლიენტს შეაქვს ნაღდი ფული კუპიურის მიმღების საშუალებით და ხედავს მიმდინარე კურსით თანხას კრიპტოვალუტაში, რომელიც იქნება გადარიცხული თავის მისამართზე, ასევე სისტემისა და კრიპტოვალუტის ქსელის საკომისიოებს; კლიენტის მიერ ოპერაციის დადასტურების შემდეგ, სისტემა პოულობს ბირჟაზე საუკეთესო გახსნილ შემხვედრ ორდერს, რასთანაც არის დაკავშირებული კრიპტომატების ქსელი და ყიდულობს მას, აფიქსირებს ფასს და აგზავნის კრიპტოვალუტას კლიენტის მისამართზე.
შესყიდვის კურსი შეიძლება დაფიქსირდეს განაცხადის შექმნის მომენტში საუკეთესო გახსნილი შემხვედრი ორდერით, რომელსაც კრიპტომატი იყენებს, ან ზუსტად გარიგების მომენტში. ზოგიერთი კრიპტომატი დაკავშირებულია ერთდროულად რამოდენიმე ბირჟასთან, რაც კლიენტს ან ოპერატოს საშუალებას აძლევს აირჩიოს ყველაზე მომგებიანი კურსი.
ასეთი შესყიდვის სქემის წყალობით, კლიენტი ხედავს თავის საკუთარ საფულეში შემოსულ ოპერაციას, პრაქტიკულად მისი დადასტურების მომენტში და შეეძლება განკარგვა, როგორც კი გარიგება მიიღებს ქსელიდან საჭირო რაოდენობის დადასტურებას.
როგორ გავყიდოთ კრიპტოვალუტა კრიპტომატის მეშვეობით?
კრიპტოვალუტის გაყიდვა ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე კლიენტი უთითებს ოპერაციის თანხას, საჭიროებისმებრ, ვერიფიკაციის პროცედურას გადის. რის შემდეგაც, სისტემას ეკრანზე გამოაქვს გამოსახულება, ასევე ჩეკს გამოცემს QR-კოდით, სადაც დატანილია გზავნილის მისამართი და ზუსტი თანხა. ასევე მომხმარებელი მიღებული თანხის ქვითარს მიიღებს QR-კოდით. მოცემულ ეტაპზე კლიენტი ვალდებულია გარკვეული დროის მონაკვეთში განახორციელოს ზუსტი თანხის ტრანზაქცია მიღებულ მისამართზე. გარიგების მიღების შემდეგ საჭიროა კრიპტომატის ქსელის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის დადასტურება ( ძირითადად ორი დასტური), შემდეგ კლიენტს შეეძლება მეორე ეტაპზე გადასვლა - მივიდეს კრიპტომატთან, დაასკანიროს თანხის მიღების კოდი და აიღოს კუთვნილი ფული, როგორც ჩვეულებრივ ბანკომატში.
კრიპტომატებით ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას, არ დაგავიწყდეთ ჩეკის აღება, რომელიც ადასტურებს თქვენს ოპერაციას, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ისარგებლებს ქსელისმხარდაჭერის სერვისით, თუ თქვენ დაგჭირდებათ დაკარგული გადარიცხვის მოძებნა.
Know Your Customer და Anti Money Laundering საკითხი როგორ იქნება?
უმეტესი ქვეყნების კანონმდებლობა კრიპტოვალუტური ტრანზაქციების გარკვეული თანხისგადაცილების შემდეგ ინიციატორის იდენტიფიკკაციას ითხოვს.ამიტომ კრიპტომატების უმეტესობა უბრალოდ კლიენტებს ტრანზაქციებზე მაქსიმალურ თანხას უწესებენ. თუმცა არიან ისეთი კლიენტებიც, რომლებსაც დიდთანხიანი ოპერაცოების ჩატარება სუღთ და ისეთი ქვეყნებიც არიან, რომლებიც ნებისმიერ თანხიანი ტრანზაქციის იდენტიფიკაციას ითხოვენ. ამიტომ, მომხმარებლის იდენტიფიკაციის ტექნიკური საკითხებისაკმაოდ მწვავედ დგას. ეს პროცედურა შეიცავს სატელეფონო ნომრის ვერიფიკაციას,ID ბარათისმონაცემების ამოკითხვას, საკრედიტო ბარათს, პირადობის დამადასტურებელი საბუთის და თავად პიროვენების ამ დოკუმენტით ხელში ფოტო/ვიდეოს, სახის და ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქცია. ამ რთული ტექნიკური ამოცანის გადასაწყვეტად დახმარებას მომხმარებლის იდენტიფიკაციის ციფრული ღრუბლური სერვისები, მაგალითად Shufti Pro , რომელსაც უკვე ბევრი ფინანსური დაწესებულება ენდობა. ასეთი სერვისები საკუთარ თავზე იღებენ კლიენტის შესახებ ინფორმაციის შე
ვინ აწარმოებს კრიპტომატებს?
ხშირ შემთხვევაში დსთ-ს ქვეყნები კრიპტომატებს სტანდარტული საგადამხდელო ტერმინალების მარტივი გადაკეთების გზით ქმნიან. ასე მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინაში ამოქმედებულმა კომპანია Cryptomat-მა, არსებული და შედარებით იაფი აპარატებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომი კომპლექსი შემუშავა. დასავლეთში არსებობენ სპეციალიზირებული კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტებთან მუშაობაზე გათვლილ სპეციალურ ATM მანქანებს აწარმოებენ. მაგალითად ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, კომპანია Genesis Coin Inc-ი კლიენტებს ორმიმართულებიან გადაწყვეტილებას Genesis1-ი და ერთ-ან ორმიმათულებიან მოქნილად კონფიგურირებად ავტომატს Satoshi1-ი სთავაზობს. მათი ღირებულება 6 800-დან 14 500 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. Genesis Coin-ის გარდა კრიპტომატების წარმოება General Bytes-მა ათვისა, რომელიც Android-ის პლატფორმაზე აწყობილი მულტივალუტური კრიპტომატების (ATM, საგაგასახადო ტერმინალები და ა.შ.) შედარებით იაფ მაგრამ გაცილებით ფართო სამოდელო რიგს სთავაზობს. მათ გარდა ბაზარზე შედარებით პატარა მაგრამ არანაკლებ ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც მოქმედებენ. მაგალითად, Lamassu, BitAccess და Coinsource. თუმცა ამჟამად მათ ბაზრის მცირე სეგმენტი აქვთ დაკავებული.
როგორ ვიპოვოთ კრიპტომატი?
ყველაზე სწრაფად ახლომდებარე კრიპტომატის პოვნა ინტერაქტიური რუკით ვებ-საიტზეCoin ATM Radar-ი შეიძლება. ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით მდებარე კრიპტომატების ადგილმდებარეობის და მათ მიერ უზრუნველყოფადი სერვისების, კრიპტომატების მწარმოებლების და მათი ოპერატორების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
ასევე წაიკითხეთ
როგორ ამოვიცნოთ "მატყუარა" ტოკენი?
კრიპტობაზარზე უამრავი ტოკენის გამოჩენასთან ერთად, ინვესტიციების ობიექტის შერჩევა უფრო და უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. საეჭვო კრიპტოვალუტის სამი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინება დაგვეხმარება გავერკვეთ ალტკოინების სამყაროში.
როგორ ავუხსნათ ხუთი წლის ბავშვს რა არის ბიტკოინი?
...ანუ თუ დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ეს ყველაფერი რა ჯანდაბაა