ერთსა და იმავე აქტივზე ფასის განსხვავება სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე გვაძლევს საარბიტრაჟო გარიგებებით მოგების მიღების საშუალებას.
საარბიტრაჟო გარიგება - ეს არის ერთი და იგივე აქტივის გაყიდვით მოგების მიღება, ყიდვა-გაყიდვის ფასის სხვაობის ხარჯზე. არბიტრაჟი არსებობს დროებითი და სივრცითი. დროებითი საარბიტრაჟო პროცესი მიმდინარეობს ერთსა და იმავე სავაჭრო პლატფორმაზე, ხოლო ფასის სხვაობა მიიღება განსხვავებული ტიპის გარიგებებით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში. სტანდარტული ტრეიდინგი დროებითი არბიტრაჟია.
სივრცითი არბიტრაჟი წარმოადგენს შესყიდვის განხორციელებას სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმებზე, რომელზედაც აქტივის შეფასება მნიშნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ამ ოპერაციის არსის ვიზუალიზაცია მარტივ მაგალითზე შეიძლება:
2018 წლის 24 ოქტომბერს, ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში, Bitcoin-ის ფასი BitStamp-ის ბირჟაზე 6473.00 USD-ს შეადგენდა, ხოლო Binance-ს ბირჟაზე 6630.00 USD. განსხვავება 157 აშშ დოლარი იყო.
დაახლოებით ასეთი განსხვავება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ხანდახან განსხვავება უფრო მეტი იყო. სქემატურად საარბიტრაჟო პროცესი გამოიყურაბეა ასე: ვყიდულობთ 1 BTC-ს BitStamp-ზე, გადაგყვავს იგი Binance-ზე და ვყიდით 157 დოლარით უფრო ძვირად. ვიმეორებთ ოპერაციას მანამ, სანამ იგი მოგებას მოგვიტანს. ყველაფერი ძალიან მარტივად გამოიყურება.
მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივადაა.
თუ ამ კონკრეტულ მაგალითზე ვისაუბრებთ, მაშინ საერთოდ არ გამოგვადგება სააბიტრაჟო ვაჭრობისთვის.
დავიწყოთ იქიდან, რომ Bitcoin-ი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი არაა. სასურველია ავირჩიოთ კრიპტოაქტივი, რომლების ტრანზაქციას პრაქტიკულად წამიერად ან უფრო სწრაფად ხორციელდება, თანაც უფასო ან გადარიცხვის საკომისიო ძალიან დაბალი უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა, მოგების სანახავად საკმარის პირობად არ ითვლება. ცხადია, მოგების მთავარი პირობა ფასის განსხვავებაა. და რაც უფრო მეტია, მით მეტია მოგებაც. მოგების თანხიდან უნდა გამოაკლდეს ორივე ბირჟის საკომისიო.
როგორი, საკომისიოს გათვალისწინება გვიწევს? ყოველ ბირჟას გააჩნია თავის საკომისიო შესაბამის ოპერაციებზე. ზოგიერთი ბირჟის ანაზღაურება მხოლოდ თანხაზე არაა დამოკიდებული, არამედ აქტივის სახებაზეც, რომელითაც ხორციელდება ოპერაცია.
შევეცდები წარმოვიდგინოთ საშუალო დანახარჯის თანხა ერთ საარბიტრაჟო ოპერაციისას:
-აქტივის შესყიდვის საკომისიო (0.075%-დან 0.25%-მდე)
- სავაჭრო ანგარიშიდან გატანის საკომისიო (1%-დან 5%-მდე)
-ტრანზაქციის საკომისიო (კრიპტოაქტივზეა დამოკიდებული)
-სახსრების შეტანის საკომისიო სხვა ბირჟაზე (ძირითადად 0%)
-გაყიდვის საკომისიო (0.075-დან 0.25%)
-მოგების განაღდების საკომისიო (1%-დან 5%-მდე)
გამოდის, რომ საკომისიო დანახარჯები, ყველაზე მცირე გათვლებით შეადგენს 3%-დან 10%-მდე). მაშინვე ნათელი ხდება, რომ უმაღლესი საპროცენტო განაკვეთი, 10 % მდე ადის და არბიტრაჟით დაკავება ყოველგვარ აზრს კარგავს. თუ შევარჩევთ ბირჟებს მინიმალური საკომისიო განაკვეთით და კრიპტოაქტივს ნულოვანი, ანდაც ძალიან მცირე მაჩვენებლით, ტრანზაქციის შესრულებისთვის, მაშინ მოგების მისაღები ოდენობის ნახვა შეიძლება, რომელიც სხვადასხვა ბირჟაზე დაახლოებით 8-9 პროცენტს შეადგენს.
როგორც წესი, მაღალიკვიდური კრიპტოვალუტები შედარებით დაბალი ფასით განსხვავება სხვადასხვა ბირჟაზე. მეტად შესამჩნევი განსხვავების ხილვა შეიძლება იმ აქტივებზე, რომლებიც არ შედიან კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის ტოპ ჩამონათვალში.
შესაფერისი საარბიტრაჟო ბირჟათშორისი გარიგების სწრაფად და ეფექტურად შერჩევისთვის გამოიყენება სპეციალური პროგრამული ბოტები, რომლებიც აკვირდებიან და ადარებენ ყველა აქტივის ფასს, წინასწარ მონიშნულ სავაჭრო პლატფორმებზე.
ზოგიერთ ბოტს, წინასწარ შეუძლია საარბიტრაჟო გარიგების მოგების ოდენობის გამოთვლა, ყველა საკომისიო განაკვეთის გათვალისწინებით.
მაშინაც კი, როდესაც ტრანზაქციები ძალიან სწრაფი და ავტომატიზაციის მაღალი დონით ხორციელდება, მაინც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ისინი ძირითადად კურსის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული იმ დროს, როდესაც აქტივის გადატანა ერთი ბირჟდან მეორეზე ხდება. გარდა ამისა, არსებობს აქტივობის ლიკვიდურობის პრობლემა, რომლის სწრაფად გაყიდვაც ნაანგარიშებ ფასად შეუძლებელია .
ეს ყველა რისკი აუცილებელია გამოთვალო და გადაწყვიტო წინასწარ, მისაღებია თუ არა ისინი თქვენთვის.
გარდა ბირჟათშორისი საარბიტრაჟო გარიგებებისა, არსებობს შიდაბირჟული გარიგებები. მათი არსი მდგომარეობს კრიპტოვალუტის ფასის სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებში. ეგრედ წოდებული შიდაბირჟული სამკუთხედი. ამ თემასთან და სხვა საარბიტრაჟო სქემეებთან დაკავშრებით, ჩვენს შემდეგ პუბლიკაციებში მოგიყვებით.
ასევე წაიკითხეთ
როგორ ამოვიცნოთ "მატყუარა" ტოკენი?
კრიპტობაზარზე უამრავი ტოკენის გამოჩენასთან ერთად, ინვესტიციების ობიექტის შერჩევა უფრო და უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. საეჭვო კრიპტოვალუტის სამი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინება დაგვეხმარება გავერკვეთ ალტკოინების სამყაროში.
მოსაზრება: 5 სახეობის კრიპტოვალუტა და მათი განსხვავება
ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.