WhatsApp-ი ახალ საგადასახადო სისტემაზე მუშაობს

WhatsApp-ი ახალ საგადასახადო სისტემაზე მუშაობს

როდესაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციია იმის შესახებ რომ, Facebook-ი კრიპტოვალუტურ პროექტზე აპირებს მუშაობას, WhatsApp-ის, მისი შვილობილი კომპანიის წარმომაგენლებმა, ახალი ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნით თაობაზე განცხადება გააკეთეთეს.

შეტყობინების თანახმად, Facebook-ი ისეთი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს, რომლის მომხმარებლები, მის განკარგვას (დახარჯვას) ამჟამად Facebook-ის კონტროლის ქვეშ მყოფ დანართ WhatsApp-ის მეშვეობით შეძლებენ. იმთავითვე, ძირითადი ყურადღება ინდოეთს ეთმობა, რომლის ბაზარი 200 მილიონ მომხმარებელს ითვლის. მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ინდოეთი ფულად გზავნილებში მსოფლიო ლიდერია, 2017 წელს მიგრანტმა მუშებმა ოჯახებს დაახლოებით $69 მილიარდი გადაურიცხეს.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ კომპანიის კრიპტოვალუტა აშშ დოლარზე მიბმული სტაბილური მონეტა იქნება. Bloomberg-ის ანგარიშების მიხედვით,კომპანია გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ასევე შეიცავს "დეპოზიტარული აქტივების ან ტრადიციული ვალუტების გეგმებს, რომლებიც სტაბილური მონეტის ღირებულების დაცვისთვის იქნება შენარჩუნებული. შემმუშავებლები თვლიან, რომ ეს ვალუტა ნაკლებად მერყევი იქნება, ვიდრე ფიატისგან დამოუკიდებელი ვალუტები.

"ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანია, Facebook- ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების პოტენციალს იკვლევს"- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. "ჩვენი ახალი გუნდი გამოყენების უამრავ ხერხს იკვლევს. ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვით"

ალექს ელ-ნემერი, Nexus-ის ბლოკჩეინ-დაწესებულების დირექტორი აცხადებს:

კრიპტოვალუტები უკვე მილიონობით ადამიანის მიერ არის აღიარებული, როგორც სახსრების გადარიცხვის უსაფრთხო ციფრული ალტერნატივა. კრიპტოვალუტის გამოყენება ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook-ი ან WhatsApp-ი, მისი განვითარების შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია. მომხმარებლებს მომსახურების, პროდუქტების და საქონლის შეძენა ერთი "წკაპით" შეეძლებათ. ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მომავალზე ზრუნავენ, უნდა ესმოდეთ, რომ ციფრული ვალუტის ერა უკვე დაიწყო და ამ დარგის მომსახურების ინტეგრაციას უნდა გეგმავდნენ.

Facebook-მა თავის პირველ ექსპერიმენტებს ბლოკჩეინთან ჯერ კიდევ 2016 წელს ატარებდა, როცა კომპანიის ხელმძღვანელებმა კორპორატიული განყოფილების თანამშრომლებს ტექნოლოგიის შესწავლა დაავალეს.

იმის შემდეგ, Facebook-ი ბლოკჩეინის შესაძლებლობების კვლევას აგრძელებს. მომხმარებელთა უზარმაზარი ბაზის წყალობით (Facebook-ის 2 მილიარდი და WhatsApp-ის 1,5 მილიარდი მომხმარებელი) ეს კრიპტოვალუტა მართლაც გლობალური შეიძლება გახდეს. ამ კომპანიების ინფრასტრუქტურა ძალიან დიდია და ეს კრიპტოვალუტების მიმღებლობას მხოლოდ ხელს შეუწყობს.


მასალების მიხედვით cryptoinsider.com

ასევე წაიკითხეთ

29252018-12-27

ბრაზილიურმა სუპერმარკეტმა კრიპტოვალუტაში გადახდების მიღება დაიწყო

ბრაზილის სუპერმარკეტების ქსელი Oásis Supermercados-ი, რიო-დე-ჟანეიროში განთავსებულმა მაღაზიამ კრიპტოვალუტაში გადახდების მიღება, მას შემდეგ დაიწყო რაც, ფირმის თანამშრომლებმა ადგილობრივ კრიპტოვალუტურ კომპანიაში გადამზადება გაიარეს.

გადახდის სისტემები
32862018-12-20

Western Union-ი კრიპტოვალუტური სერვისების დანერგვას განიხილავს

ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.

გადახდის სისტემები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან გადახდის სისტემები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64672018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43412018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33962018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33782018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
33102018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain