კრიპტვალუტის საგადამხდელო სისტემის ოპერატორმა BitPay-მა, რომელიც მსოფლიოს 38-ზე მეტი სახელმწიფოს მომხმარებელს ბიტკოინსა და ბიტკოინ-ქეშში გადახდის მიღების საშუალებას აძლევს, ციფრული აქტივების ვოლატურობისგან საკუთარი კლიენტების დაცვის ზომებს მიიღებს.
საკუთარ ბლოგში, კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ქვეყნებში სადაც არ არსებობს კრიპტოვალუტის ფიატში პირდაპირი კონვერტაციის სერვისი, ამიერიდან შესაძლებელი იქნება გადახდის მიღება კრიპტოვალუტაში და მიღებისთანავე მისი დოლარში კონვერტაცია Gemini ან Circle-ს საშუალებით. ეს ორი კრიპტოვალუტა აშშ დოლარზე პირდაპირ არის მიბმული და არ არის დამოკიდებული ღირებულებრივ ვოლატურობაზე.
„ვინაიდან GUSD და USDC ტოკენები არსებობენ ბლოკჩეინზე, რომელზეც ადამიანს პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია წვდომის მიღება, BitPay-ი დაეხმარება კერძო მეწარმეებს გადახდის სტოლბკოინების სახით მიღებაში, განურჩევლად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა. იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ არ აქვთ საკუთარი საბანკო ანგარიში.“
Gemini Dollar-ი (GUSD) - ეს ERC-20 ტოკენია, რომელიც Gemini Trust COmpany, LCC-მ შეიმუშავა. აშშ დოლარებში მისი ვარგისიანობის უზრუნველყოფას აშშ-ში State Street Bank-ი უზრუნველყოფს. ტოკენის სრული გამჭირვალობისთვის სახელმწიფო საბუღალტრო ფირმა BPM-ი აწარმოებს მის შემოწმებას და ღირებულების ანალიზს, რომელიც ყოველთვის აშშ დოლარის ღირებულების ტოლი უნდა იყოს. ამავდროულად USDC-ს აქვს Goldman Sachs-ის სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა ფულის ახალი სახეობის სახით წინსვლაში.
რამდენიმე ხნის წინ Circle-ის დამფუძნებლებმა შინ ნევილმა და ჯერემი ალაირმა განაცხადეს:
„ფიზიკურ პირებს და დაწესებულებებს, შეუძლიათ გამოიყენონ საბანკო ანგარიშებიდან აშშ დოლარის მოხსნის და მათი ტოკენებში კონვერტაციის სერვისი. ტოკენების გამოყენება კი შეიძება, ყველგან სადაც კი არის ინტერნეტთან კავშირი.“
ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები ფინანსური საშუალებების უსაფრთხო და სწრაფ ტრანსსაზღვრულ გადარიცხვებს უზრუნველყოფს. ამასთან ერთად ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით, კრიპტოვალუტური ტრანზაქცია გაცილებით იაფი და ამავდროულად სწრაფია.
ასევე წაიკითხეთ
WhatsApp-ი ახალ საგადასახადო სისტემაზე მუშაობს
როდესაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციია იმის შესახებ რომ, Facebook-ი კრიპტოვალუტურ პროექტზე აპირებს მუშაობას, WhatsApp-ის, მისი შვილობილი კომპანიის წარმომაგენლებმა, ახალი ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნით თაობაზე განცხადება გააკეთეთეს.
Western Union-ი კრიპტოვალუტური სერვისების დანერგვას განიხილავს
ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.