ომის იარაღს 150 ათას დოლარად დამარხავენ. 2016 წლის ივლისში, როდესაც ჰაკერულმა თავდასხმამ მთელი ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ნამდვილი ბუნება ეჭვის ქვეშ დააყენა, Ethereum-ის ფონდს ნაწილი გამოეყო და საკუთარი კრიპტოვალუტა - Ethereum Classic (ETC) ჩამოაყალიბა. საკმაოდ გასაკვირია, რომ Ethereum-ის ფონდმა ETC-თვის Ethereum Classic-ის ფონდში $150 000 გაიღო.
Ethereum-ის ფონდის თანამშრომლის ვირგილ გრიფიტის განცხადებით, ასეთი სახის შემოწირულობა მიმართულია ორ კომპანიას შორის ურთიერთობის გამყარებისთვის, ასევე Ethereum Classic-ის განვითარების მხარდასაჭერად.
ჩვენ ვიყენებთ ამას როგორც ჩვენს საზოგადოებას შორის ომის იარაღის დასასამარებლად. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ETH და ETС მოულოდნელად საუკეთესო მეგობრები გახდებიან? სავარაუდოდ - არა. თუმცა, თუ შევხედავთ ტოპ-25 კრიპტოვალუტას, მაშინ ETC-ს ყველაზე ახლო მონეტა ETH-ი არი, ტექნიკური კომპონენტისა და მომავლისადმი საერთო ხედვის თვალსაზრისით. ამგვარად, თანამშრომლობა ორივე მხარესთვის სარფიანია. ეს შემოწირულობა გახლავთ ინვესტიცია ETC-სთან გრძელვადიან და პროდუქტიულ ურთიერთობაში.
საინტერესოა, რომ Ethereum Classic-ის საზოგადოების ყველა წევრი თვლის ამ ნაბიჯს გულწრფელად. მაგალითად, დონალდ მაკინტაირმა, ერთ-ერთმა ETC-ს დეველოპერმა ტვიტერზე თავისი აზრი ნეგატიურად გამოხატა და თვლის, რომ ეს შემოწირულობა “ვიტალისა და Ethereum-ის ფონდის სოციალური შეტევაა”.
ამჟამად, ETH და ETC მე-2 და მე-15 პოზიციას იკავებენ AltDex 100 ინდექსში.
მასალების მიხედვით sludgefeed.com
ასევე წაიკითხეთ
Google-ს გენერალური დირექტორის ვაჟი Ethereum-ის მაინინგით არის გატაცებული
კრიპტოვალუტური საზოგადოება როდესაც მიღებას განიხილავს, ხშირად, აზრად მოგვდის მსხვილი ორგანიზაციების დასახელება და ხელმძღვანელი პირების სახელები, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კრიპტოენთუზიასტები, Google-ს გენერალური დირექტორის სუნდარ პიჩაის განცხადებას, ასე აღგზნებულად განიხილავენ, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი ვაჟი კრიპტოვალუტით, კერძოდ კი Ethereum-ით (ETH) დაინტერესდა.
BTC.com-მა Ethereum-ის მაინერებისთვის ახალი მომსახურება დანერგა
BTC.com - მაინინგ-პულების მსხვილი ოპერატორი და კრიპტოვალუტური საფულეების მომწოდებელი, - თავისი სერვისების სიას აფართოვებს. ვებ-საიტის თანამშრომლების განცხადებით, საიტს Ethereum ბლოკის მიმოხილვის (block explorer) მომსახურება დაემატა.