BTC.com - მაინინგ-პულების მსხვილი ოპერატორი და კრიპტოვალუტური საფულეების მომწოდებელი, - თავისი სერვისების სიას აფართოვებს. ვებ-საიტის თანამშრომლების განცხადებით, საიტს Ethereum ბლოკის მიმოხილვის (block explorer) მომსახურება დაემატა.
ახალი ბლოკის მიმოხილველი, ისეთივე მონაცემებს წარმოადგენს, როგორიც სხვა სერვისებია. ის ეთერიუმის ფასს, საბაზრო კაპიტალიზაციას, ტრანზაქციის საკომისიოს და მისი დადასტურების დაახლოებით დროს გამოსახავს. გარდა ამისა, ამ სერვისის მეშვეობით მომხმარებელი ETH-ტრანზაქციების და ERC-20 ტოკენის რეიტინგებისთვის თვალყურის დევნებას შეძლებს.
Block explorer BTC.com - საკმაოდ სტანდარტულია. მსგავსი ინფორმაციის ნახვა თქვენ სხვა საიტებზეც, მაგალითად Etherscan-ზე, შეგეძლებათ.
საინტერესოა, რომ მიმოხილველის გაშვების განცხადებას თან ახლდა Ethereum-ის მაინინგ-პულების გახსნის განცხადება. დეველოპერების თქმით, ეს მაინინგ-პულები Ethereum-ის მაინინგების რენტაბელურობის დაქვეითების პრობლემას შეებრძოლება და კრიპტოვალუტის საბაზო მოწყობილობაზე შემუშავების საშუალებას მოგვცემს.
მომსახურება მაინერებისთვის სასარგებლო ინფორმაციას მოუყრის თავს - მაინინგის სირთულე, ჰეშრეიტები და პულის განაწილება. ამ ინფორმაციის გამოყენებით, BTC.com-ი Ethereum და Ethereum Classiс-ის მოპოვებისთვის ახალი მომხმარებლების მოზიდვას გეგმავს.
BTC.com-ს მომხმარებლების მოზიდვაში გამოცდილება აქვს - ამ მომენტისათვის ის ერთ-ერთი უმსხვილესი მაინინგ-პულია, რომელიც ბიტკოინების 18% ფლობს და, ასევე, ეთერიუმის მაინინგის 1% აკონტროლებს. ეს კომპანია Bitmain-ის კუთვნილი ერთ-ერთი მაინინგ-პულია. ამ სერვისის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია მაინერების, ინვესტორების და შემმუშავებლების ტრაფიკების გენერირება.
მასალების მიხედვით unhashed.com
ასევე წაიკითხეთ
Ethereum-ვეშაპების აქტივები იზრდება
ბაზრის მიმდინარე დათვური ტრენდი, რომელიც ნოემბერში დაიწყო, Ethereum-ის ყველაზე დიდ ვეშაპებს საერთოდ არ შეეხო. Diar-ის 2018 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს წელიწადი, ვაჭრობაში აქტიურად ჩართული ვეშაპებისთვის, ყველაზე მომგებიანი იყო. Diar-ის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის ვეშაპების კრიპტოაქტივები 80% გაიზარდა.
ბუტერინმა Ethereum-ის ქსელის მომავალზე ისაუბრა
პრაღაში გამართულ კონფერენციაზე Devcon 4-ი ვიტალი ბუტერინმა ეკოსისტემის Serenity-ს სახელით ცნობილ ახალ Ethereum 2.0-ის ვერსიაზე გადასვლის გზამკვლევი წარმოადგინა.