Ethereum Constantinople კოდის განახლება, დიდი ხნის ნანატრი ჰარდფორკი, რომელიც ჯერ ოქტომბრის ბოლოს იგეგმებოდა და ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, გაშვების დამტკიცებული გრაფიკი მიიღო.
პარასკევს 7 დეკემბერს, Ethereum-ის გახსნილი საწყისი კოდის ბირთვის შემმუშავებელბთა ჯგუფის მიერ ჩატარებული თათბირის დროს, გუნდი შეთანხმდა, რომ Ethereum-ის ბლოკჩეინის 7 080 000 ბლოკზე განშტოებას გააქტიურებდა.
დანიშნული ბლოკის აქტივაციისთვის, მიმდინარე ბლოკების გენერაციის დროისა და ბლოკების რაოდენობის გათვლით, დაახლოებით 38 დღემდე დასჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, Constantinople 2019 წლის 14 -18 იანვარს გაეშვება.
Constantinople-ს გამოშვების გადადება, სატესტო ქსელი Ropsten-ის განახლებული კოდის წარუმატებელი გამოშვების შემდეგ მოხდა. პრობლემას, რომელსაც დეველოპერებმა, Ethereum-ის ბაზაზე სამ კლიენტს შორის უთანხმოებას, მათ შორის Geth-ი და Parity, "ჩავარდნილი კონსენსუსი" უწოდეს.
ამ ტექნიკურმა პრობლემამ testnet-ის ბლოკჩეინის 2 საათით დადუმება მოყვა, დაგეგმილ აქტივაციის ბოლომდე, სულ რაღაც ერთი ბლოკით ადრე. ერთი კვირის თავზე მთავარი შემმუშავებლები შეიკრიბნენ, რათა კოდში შეცდომები შეესწორებინათ.
კოდის განახლება Ethereum-ის გაუმჯობესების ხუთ სხვადასხვა საშუალებას მოგვცემს, რომლებიც Ethereum-ის ამჟამინდელ ბლოკჩეინის ვერსიასთან თავსებადობის პრობლემა აქვს და იმის ალბათობაც არსებობს, რომ Ethereum-ი რამდენიმე ბლოკად დაიყოს, როგორც ეს უკვე მანამდე მომხდარა.
განახლებებს მიეკუთვნება, მაინინგის სირთულის ასამაღლებელი ალგორითმის, ე.წ. «სირთულის ბომბის» დანერგვის კიდევ 18 თვით გადავადება, მაინინგ ბლოკების მოპოვებისთვის ანაზღაურების ახლანდელი 3ETH -დან 2ETH-ამდე შემცირება (რასაც დეველოპერებმა „ორი მესამედი“ უწოდეს) და Proof-of-Stake კონსენსუს ალგორითმზე გადასვლა განეკუთვნება.
პარასკევის თათბირზე შემმუშავებლებმა Ethereum-ის მომდევნო კოდის განახლება უკვე განიხილეს, რასაც სახელად Ethereum 1X დაერქვა და მისი გაშვება 2019 წლის ივნისისთვის დაანონსდა.
გადაწყდა, რომ მომდევნო თათბირები, რომლებიც Ethereum 1.X-ის განახლებას შეეხება, პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული და ჩაიწერება, გამჭირვალობისთვისა და ანგარიშვალდებულობისთვის.
ასევე წაიკითხეთ
Google-ს გენერალური დირექტორის ვაჟი Ethereum-ის მაინინგით არის გატაცებული
კრიპტოვალუტური საზოგადოება როდესაც მიღებას განიხილავს, ხშირად, აზრად მოგვდის მსხვილი ორგანიზაციების დასახელება და ხელმძღვანელი პირების სახელები, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კრიპტოენთუზიასტები, Google-ს გენერალური დირექტორის სუნდარ პიჩაის განცხადებას, ასე აღგზნებულად განიხილავენ, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი ვაჟი კრიპტოვალუტით, კერძოდ კი Ethereum-ით (ETH) დაინტერესდა.
ტექნიკური ექსპერტები Ethereum-ის ზრდას ვარაუდობენ
Ethereum-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც ინტელექუტალური კონტრაქეტები გარე მონაცემებს მიიღბენ.