15 ნოემბერს ჰარდფორკმა შესაძლოა BCH-ს ქსელი გაყოს. კრიპტოკომპანიებმა ამ მოვლენის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს. საზოგადოების ნაწილი Bitcoin ABC-ს გუნდის იდეას ემხრობა, რომელმაც წინა წლის აგვისტოში Bitcoin-ის ბლოკჩეინი გაყო და Bitcoin Cash-ი შექმნეს. მეორე ნაწილი კი nChain-ის მიერ შემუშავებულ ქსელს უჭერს მხარს, რომელიც რაით კრეიგს და CoinGeek მაინინგურ პულს სახელს უკავშირდება.
ამ კვირის განმავლობაში ბირჟებმა Binance და Coinbase bitcoin cash-ის ქსელში ჰარდფორკის მხრადაჭერის განცხადებით ტოკენის ფასზე ზეგავლენა მოახდინეს. მოცულობის მიხედვით ყველაზე დიდმა ბირჟამ Binance-მა განაცხადა, რომ მონეტას ლისტინგში ჩაამატებდა და GitHub-ის რეპოზიტორიუმად bitcoincashorg-ი მიუთითა, რომლესაც ABC კლიენტი იყენებს.
BCH-ის შემქმნელის როჯერ ვერის კუთვნილმა პოპულარულმა საიტმა Bitcoin.com განაცხადა, რომ ABC-კლიენტს მაინინგური პულისადმი, საფულისადმი და სხვა სერვისებისადმი წვდომას გაუხსნის. ამ ორმა განცხადებამ BCH-ის ფასი 10% - $425-დან $460-მდე გაზარდა.
ამ განცხადებების შემდეგ Bitcoin ABC-ს მხარდაჭერის შესახებ ბირჟა Coinbase -მაც განაცხადა. ამასთანავე, Coinbase -მა განაცხადა, რომ „გაგზავნა და მიღება შეჩერებულია“, იმ მიზეზით, რომ მომხმარებელმა მისი გამოყენება კრიპტოვალუტის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შემდეგ შეძლოს.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლების ინფორმირებულობას, ხოლო როგორც კი ქსელი კონსენსუს მიაღწევს, პროცესის განახლებისა და ფორკის შექმნის შესახებ ინფორმაციასაც გავუზიარებთ. ნაკლებად მოსალოდნელია ფორკის შემდეგ ორი ბლოკჩეინის შენარჩუნება, თუმცა -ი კლიენტებისთვის ორივე ქსელში მონეტებისადმი წვდომას უზრუნველყოფს.
გამოცდილებიდან გამომდინარე, კრიპტოვალუტის ფასი დაგეგმილ ჰარფორკამდე მატულობს, რადგან ინვესტორები კრიპტოვალუტას უფასო ტოკენების მიღების ხათრით ყიდულობენ. მაგალითად, შარშან, BCH-ის ჰადფორკის შექმნის დროს ტოკენები 1:1 პროპორციით დარიგდა.
Coinbase-ის განცხადებამ BCH-ის ფასი დაახლოებით 25%-თ გაზარდა. ამ მომენტში მისი ფასი $ 554 შეადგენს, რაც 24 საათის წინანდელ ფასზე 12,8%-ით მეტია.
ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, ქსელის დარღვევა შესაძლოა მინიმალური იყოს, თუ მსხვილი კომპანიები Bitcoin ABC-ს მხარდაჭერას განაგრძობენ. თუმცა სხვები თვლიან, რომ დიდი ოდენობით ჰეშ-რეიტების დაკარგვა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს.
მაინინგური მოწყობილობის მწარმოებელ კომპანია Bitmain-ს თავის ელექტრონულ საფულეში მილიონზე მეტი BCH უდევს. თუ კომპანიის მოწყობილობა იძულებული იქნება ტოკენები ერთ-ერთი ქსელიდან მოხსნას, შესაძლოა ფასის მკვეთრი დავარნა.
მასალების მიხედვით cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთის პოლიციამ DasCoin-ს საქმიანობა აუკრძალა
წინა კვირას პოლონეთის პოლიციამ კომპანია DasCoin-ის საკუთრებაში არსებული $11.6 მილიონი ამოიღო. პოლონეთის ხელისუფლებამ კომპანიის მონიტორინგი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანია DasCoin-ი თაღლითური სქემების დახმარებით ხალხს ატყუებდა და ყალბ ტოკენებს ყიდიდა, რითაც ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს არღვევდა.
Shark Pool-ი და კრეიგ რაიტი Bitcoin-ის ფორკებს განადგურებით ემუქრებიან
Shark Pool-ის სახელით ცნობილი ახალი პროექტი, ბიტკოინის ფორკების განადგურებაზე, მათი ქსელის ცარიელი ბლოკებით შევსებაზე და მაინინგისთვის ჯილდოს აღებაზე მიმართული.