2018 წლის 23 დეკემბრს სეულის პროკურატურის განცხადებით, მოხდა პირების დაკავება, რომლებიც „დარკნეტის“ საიტს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იყენებდნენ. არსებული ინფორმაციით დაკავებულებს 20-დან 30 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დარკნეტის ქსელში ასეთ საიტებისადმი წვდომა მხოლოდ სპეციალური ბრაუზერების და ინსტრუმენტების გამოყენებითაა შესაძლებელი. გაზრდილი ანონიმურობა და დაშიფრვა მომხმარებლებს მათი ვინაობის გამხელის გარეშე შეთანხმებების დადების საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომაც ქსელს ხშირად ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისთვის იყენებენ.
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მართავდნენ საიტს, რომელსაც დაახლოებით 636 აქტიური მონაწილე ყავდა. ამ დროის განმავლობაში საიტზე დაახლოებით 50-ჯერ მოხდა ნარკოტიკების გაყიდვა. პროცესი გაგრძელდებოდა მომავალშიც საიტი ადგილობრივ მთავრობას რომ არ დაეხურა. ვაჭრობისთვის კონფიდენციალურ მონეტას DarkCoin-ი იყენებდნენ. ამჟამად პროკურატურა ცდილობს ვაჭრობის შედეგად მიღებული 100 მილიონი ვონის (88 700 აშშ დოლარი) კონფისკაციას.
ბოროტმოქმედები საკუთარი ტრანზაქციებისას კონფიდენციალურ მონეტებს ხშირად იყენებენ. მაგალითად ისეთებს როგორიცაა Monero (XMR) და Zcash (ZEC. ამასთან დაკავშირებით, 2018 წლის 30 ნოემბერს აშშ-ს უშიშროების სამინისტროს მცირე ბიზნესის ინოვაციების შემსწავლელმა პროგრამამ (SBIR) კერძო კრიპტოვალუტური ტრანზაქციებს დეანონიმიზაციის პროექტი წარმოადგინა.
2018 წლის 29 ივნისს, BTC Manager-მა განაცხადა, რომ აშშ-ს ნაფიც მსაჯულთა ფედერალურმა საგამოძიებო საბჭომ ორი მამაკაცი ბიტკოინების სანაცვლოდ ალპრაზოლის (Xanax) აბების უკანონო დამზადება-რეალიზაციისთვის დააკავა.
2018 წლის 19 მარტს იაპონურმა კრიპტოვალუტურმა ბირჟამ Coincheck-მა შეწყვიტა ორიენტირებული და კონფიდენციალური მონეტების Monero, Dash და Zcash მხარდაჭერა
მასალების მიხედვით btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
ბულგარელი ჩინოვნიკები უკრაინელებისგან ქრთამს Bitcoin-ში იღებდნენ
ბულგარეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პასპორტების უკანონო გაცემის ბრალდებით, მთავრობის ორი წარმომადგენელი დააკავეს, რომლებიც თავისმხრივ გაწეული უკანონო ქმედებისთვის ქრთამს კრიპტოვალუტაში იღებდნენ.
Kraken: Bitcoin Cash SV-ში ინვესტიცია, დიდ რისკს უკავშირდება
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.