2022 წლის 31 მაისისთვის Monero-ს მიმოქცევაში 18.4 XMR-ი ექნება. პროექტმა მაინინგით ამ თანხის 90%-ზე მეტი მოიპოვა.
MoneroBlock.info-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის კომპანიას მიმოქცევაში დაახლოებით 16.6 XMR მონეტა აქვს გამოშვებული .
ახლა პროექტი ემისიის სხვა ფორმაზე -“tail emission”-ზე გადავა. შემმუშავებლების განცხადებების მიხედვით, მაინერები ბლოკში 0.6 XMR მუდმივ ანაზღაურებას მიიღებენ, რაც საერთო უსაფრთხოების გაძლიერებას და Monero-ს ბლოკჩეინის მთლიანობას მოხმარდება.
"მაინერებს მაინინგისთვის სტიმული სჭირდებათ. კონკურენცია მაინერებს შორის ბლოკების დინამიური ზომების გამო, საკომისიო მოსაკრებლების შემცირებას გამოიწვევს",- განმარტავს Moneropedia.
ისევე როგორც Bitcoin-ი, Monero მაინინგის მეშვეობით XMR ტოკენების წინადადებას ზღუდავს. მოცემული მომენტისთვის პროექტი ბლოკისთვის 3.41 XMR ჯილდოს აწესებს და პროგრამა მას ყოველ მოპოვებულ ბლოკთან ერთად ავტომატურად ზღუდავს მანამდე, სანამ ჯილდო 0.6 XMR-მდე არ დაეცემა.
2040 წლისთვის ბიტკოინის ქსელში მონეტების 99.8% იქნება, დანარჩენი 0.2%-ის მოპოვებაზე კიდევ 100 წელი იქნება საჭირო. ამგვარად, მაინერები მოგებას მხოლოდ შიდაქსელურ ტრანზაქციებში მიიღებენ, და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაინერები მუშაობის გაგრძელებაში ნაკლებად იქნებიან დაინტერესებულები.
მაინერების სიმცირის გამო ბიტკოინის ბლოკჩეინი კიდევ უფრო ნაკლებად უსაფრთხო გახდება, ვიდრე დღეს არის. მაინერები იცავენ მას გატეხვისა და ფალსიფიკაციისგან.
Monero სხვა მხრივ, მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ მაინერების სტიმულირება მოახდინოს. ამ გეგმის შორსმჭვრეტელობა იმაზე მეტყველებს, რომ კრიპტოვალუტის შემმუშავებლებს დიდი ამბიციები გააჩნიათ.
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
Intel-ი Bitcoin-ის ენერგოეფექტურ მოპოვებას აპატენტებს
ნახევარგამტარი ჩიპების წარმოების მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია Intel-ი „ენერგოეფექტური აპარატული ამაჩქარებლის“ გამოყენებით Bitcoin-ის მოპოვებაზე პატენტს მიიღებს. „ოპტიმიზირებული SHA256 Datapath“ პატენტის თანახმად, „მაღალი წარმადობის მქონე“ გამოგონება Bitcoin-ის მოპოვების პროცესზე ენერგიის დანახარჯს 15 პროცენტით შეამცირებს.
ტეხასმა მაინინგის ორი კომპანიის საქმიანობა შეაჩერა
ტეხასის ფასიანი ქაღალდების სააგენტოს წარმომადგენელმა ტრევის ჯ. აილსმა მაინინგის კომპანიის პრომოუტერების მიმართ სასწრაფო ზომები მიიღო, რომლებიც Linkendin-ის, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ-მარკენტიგული არხების გაყიდვების მენეჯერებს დაჟინებით რეკრუტირებენ .