როგორც ჩანს ვენესუელი მსგავსად, ირანელებმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების გზას დაადგნენ. ირანის კიბერსივრცის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აბოლჰასან ფირუზაბადის განცხადებით: „კრიპტოვალუტური მაინინგი ეს ის დარგია, რომელიც ირანში აუცილებლად უნდა განვითარდეს“. მისი თქმით, კრიპტოვალუტურ სივრცეში მაინინგი ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ამიტომაც უახლოეს მომავალში ციფრული ვალუტის მოპოვების ლეგალიზაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.
მას შემდეგ რაც ტრამპმა გააუქმა აშშ-ს მონაწილეობა JCPOA-ში და თეირანს სანქციები დაუწესა, ირანი სერიოზული ფინანსური ბრობლემების წინშე აღმოჩნდა.
ირანული რიალის (IRR) ფასის ვარდნამ, მოსახლეობის ნაკლებადშეძლებულ ფენებში პროტესტის ტალღა ააგორა. მას შემდეგ, სახსრების და აქტივების შენახვისთვის, ირანის მოსახლეობამ ბიტკოინების შეძენა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ირანის ხელისუფლება ციფრულ ვალუტას და მასთან დაკავშირებულ ვაჭრობას ყველანაირად ეწოდებოდა, ამჯერად მან პოზიცია შეცვალა და ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნას მწვანე შუქი მისცა. მაგრამ ამავდროულად, ცენტრალიზებული ბტკოინისგან განსხვავებით, თეირანი სამამულო კრიპოვალუტის გაკონტროლებას აპირებს.
ამჟამად, რიალით გამყარებული ეროვნული კრიპტოვალუტა, შემუშავების სტადიაზე იმყოფება. მისი სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა შიდა და ბანკთაშორისი ურთიერთობის და ანგარიშსწორების მეთოდების ძიება უკვე დაწყებულია. მას შემდეგ რაც ირანის ცენტრალური ბანკი (CBI) ეროვნულ კრიპტოვალუტას დაამტკიცებს, ფინტექ ორგანიზაციებში მისი ტესტირება დაიწყება.
თავის მხრივ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის სეიედ აბოტალებ ნადჯაფის განცხადებით, ეროვნული ციფრული კრიპტოვალუტა გარე დახმარების გარეშე შეიქმნება. ნადჯაფის აზრით, ირანი ეროვნულ კრიპტოვალუტას ვაშინგტონის სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენებს.
მოცემული ნაბიჯი თანამედროევ ირანის ისტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დასერიოზული იქნება. ქვეყნის ეროვნული სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელის, გენერალ ჰოლომა რეზა ჯალალის განმარტებით მოცემული ნაბიჯი „ქვეყანას დიდი შესაძლებლობებს მოუტანს“. აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები დააჩქარებენ ირანის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შემუშავების პროცესს.
მასალების მიხედვით atozmarkets.com
ასევე წაიკითხეთ
საუდის არაბეთი ციფრულ ვალუტას ქმნის
მომავალ წელს საუდის არაბეთი საკუთარ კრიპტოვალუტას ჩაუშვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს კრიპტოვალუტა სხვა ნავთობით მდიდარ ქვეყანასთან ერთად შემუშავდება - არაბთა გაერთიანებული საემიროები.
15 ქვეყნის ცენტრალური ბანკი მზადაა კრიპტოვალუტის შექმნას მხარი დაუჭიროს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 15 ქვეყანა განიხილავს მსოფლიო ფინტექ ტენდენციებთან მიერთებისა და გადახდის ერთიან ფორმად ციფრული ვალუტების მიღების შესაძლებლობას. მოხსენებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორი ძირითადი მიზეზი გამოყო, თუ რატომ არის შესაძლებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება.