მიმდინარე კვირაში ციფრული აქტივების და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების მომავალი ადგილსამყოფელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, ცხარე დისკუსიები გაიმართა. სინგაპურში ორგანიზებული ფესტივალის Fintech-ის ფარგლებში, მოცემული სისტემის ბევრი ავტორიტეული წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო ფინანსური პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს.
განზე არც სტენლი იუნგი დარჩა - IBM Blockchain for Financial Services-ის მთავარი ტექნიკური თანამშრომელი.
იუნგი, რომელსაც ფინანსურ სექტორსა და ბლოკჩეინ ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თვლის, რომ CBDC-ი ან ცენტრალური ბანკის მიერ ემიტირებული ვალუტები დღევანდელი დღის გადმოსახედიდან, საერთაშორისო საგადასახადო სისტემების საიმედოობის უზრუნველყოფის ერთადერთი მეთოდია.
2008 წლის კრიზისის გათვალისწინებით, იუნგი თვლის, რომ რეგულაციური სისტემის ნაწილი „მექანიზმების გამართულ მუშაობაში და გადასახადის შესაძლებლობაში დარწმუნების არ ქონის პირობებში“ უბრალოდ გაშეშდა და არ იცოდა რა ექნა.
იუნგის აზრით, სამომავლოდ, მსგავსი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრალური ბანკების ხელთ არსებული ციფრული საგადასახადო სისტემების და ბლოკჩეინ-მექანიზმების გაერთიანებაში მდგომარეობს.
CBDC შესანიშნავად ეწყობა ამ ახალ საგადასახადო სისტემას და აზღვევს მას 2018 წელს მომხდარი „სისტემის გაშეშებისგან“. რეგულატორის მიერ კონტროლირებადი ვირტუალური ცენტრალიზირებული ვალუტა, თვისობრივად ტრადიციული ეროვნული ფულადი აქტივებია, თუმცა მხოლოდ ციფრული სახით.
აშშ-ში დოლარის ექვივალენტური ციფრული ვალუტის გამოჩენასთან დაკავშირებით, იუნგის აზრით, სწორი საქმიანი და იურიდიული მიდგომის შემთხვევაში, ეს შესაძლებლობა სავსებით რეალურია. საკუთარ ინტერვიუში იუნგმა მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს კრისტინ ლაგარდს ღიად დაუჭირა მხარი საკითხში, რომელიც ციფრული ეკონომიკის შემთხვევაში CBDC-ს ემისიას ეხებოდა.
ასევე წაიკითხეთ
Dash-ის CEO - სახელმწიფო კრიპტოვალუტებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელი იქნება
ეროვნული ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტები ადრე თუ გვიან ბაზარზე გამოჩნდებიან, თუმცა განსხვავებული ფორმა ექნებათ.
საინვესტიციო ფირმა კრიპტოვალუტაზე ფასების ზრდას გვპირდება
Bloomberg Markets-ის ცნობით, საინვესტიციო კრიპტოვალუტის კომპანია Pantera Capital-ის ხელმძღვანელი ჯო კრაგსი, დარწმუნებულია, რომ ბაზარი ახალი ხარის იმპულსის საზღვართან იმყოფება, რომელიც კრიპტოვალუტის ფასს ათჯერ გაზრდის. თუ ასეთ განცხადებას ვენდობით, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია უახლოეს მომავალში 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.