კრიპტოვალუტებს შორის უმსხვილესმა ბიტკოინმა ღირებულების ყველაზე დაბალი ვარდნა აჩვენა. Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Ripple (XRP), Stellar (XLM), Litecoin (LTC), EOS და სხვა აქტივებმა 7%-დან 15%-მდე დაკარგეს.
კრიპტოვალუტური ბაზარი 2018 წლის დასაწყისიდან დათვური ხასიათის იყო და მას შემდეგ სათანადო აღდგენის დონე არ უჩვენებია.
დათვებმა ნახევარ წელზე მეტი ვერ შეძლეს Bitcoin-ის ფასის $6000-ის ქვემოთ დაწევა. CNN-ის ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირაში BTC-ის ფასის განვითარების ორი გზა არსებობს: ან ფასი გადალახავს $6000-ს და გამყარდება ამ დონეზე, ან $5000-მდე დაეცემა.
ბაზარზე არსებული პირობების გათვალისწინებით, საგრძნობი ფასის ამოფრქვევა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, Bakkt-ის გარშემო შემქნილი აჟიოტაჟის გამო, დეკემბრის დასაწყისამდე ოდნავი ფასის მომატება შესაძლებელია.
ვინაიდან BTC, რომელიც აგვისტოდან ნოემბრამდე სტაბილურობას გვაჩვენებდა, აშშ დოლარის მიმართებაში ფასი დაეცა, შესაბამისად, ხარულ ბიძგს სხვა კრიპტოვალუტებიც ვერ ინარჩუნებენ . RIpple-ს ღირებულებაც კი დაეცა, რომელიც 18 ნოემბერს 8%-ით გაიზარდა ახლა 7%-ით შემცირდა.
Nvidia-ს მსგავსმა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 10%-დან 30%-მდე დაკარგეს, მიზეზად კი კრიპტოვალუტურ მაინერებზე მოთხოვნის არარსებობა დაასახელდა. CNBC-ს ინფორმაციის თანახმად, საფონდო ბირჟის მდიდარი ინვესტორების 25% თვლიან, რომ ხარული გარბენი აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მალე დასრულდება.
აქციების და სხვა ტრადიციული ინვესტიციების ფასის კლებამ კრიპტოვალუტაზეც იქონია მსგავსი ზეგავლენა, რომელიც ინვესტორების თვალში ჯერ კიდევ განიხილება, როგორც მაღალი რისკის შემცველ და მაღალი შემოსავალის გარიგებად.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
ტექნიკური ექსპერტები Ethereum-ის ზრდას ვარაუდობენ
Ethereum-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც ინტელექუტალური კონტრაქეტები გარე მონაცემებს მიიღბენ.
"თავს უშველეთ!" - ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავკაცმა საფონდო ბაზრის ჩამოშლა იწინასწარმეტყველა
როგორ დავიცვათ კაპიტალი საფონდო ბირჟაზე გაუფასურებისგან? როგორ დივერსიფიცირებენ ინვესტორები ჩამონგრევისგან ფასიანი ქაღალდების ბაზარის რისკებს?