ანონიმური ქსელების ბაზარზე Bitcoin კონკურენტებს ვერ გაუსწრებს

ანონიმური ქსელების ბაზარზე Bitcoin კონკურენტებს ვერ გაუსწრებს

Monero-ს ძირითადი გუნდის წევრმა და დეველოპერმა რიკადრო სპანიმ ისაუბრა, რა შედეგები იყო ქსელ Monero-სთვის მოსალოდნელი, Bitcoin-ის შემქმნელებს Bitcoin-ის პროტოკოლში ანონიმურობის დამკვირების შესახებ გადაწყვეტილება რომ მიეღოთ.

თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, ეს დიდი მოვლენა იქნებოდა, - თვლისMonero-ს დეველოპერი, ვინაიდან მრავალი მიმართულებით, Bitcoin ბაზრის ლიდერი და პირველი წარმატებული კრიპტოვალუტაა. საზოგადოებას მისდამი ემოციური დამოკიდებულება გააჩნია, ამიტომ Bitcoin-ის მხრიდან კონკურენციაზე ნერვიულობა ღირდა, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, სპანის ასეთი სავარაუდო კონკურენციის არ ეშინია. 

მისი თქმით, თუკი Bitcoin-ის ქსელში კონფიდენციალურობა ოდესმე გაჩნდება, მარეგულირებლები მას უბრალოდ გაანადგურებენ. მაგრამ თუკი შორეულ მომავალში ამგვარი რამ მოხდება, Monero-ს არსებობა კვლავინდებურად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან, Bitcoin-ისგან განსხვავებით, Monero-მ უკვე ბევრ ისეთ რამეს მიაღწია, რაზეც Bitcoin გაფიქრებასაც კი ვერ ახერხებს. 

„Monero უკვე გამოიყენება ვენესუელასა და დესპოტური რეჟიმების მქონე სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Bitcoin პრივატულობას დაამატებს, ეს ფაქტი არ არის, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ სისტემაში უკვე არიან, გადართვა გაუადვილდებათ“

სპანიმ განმარტა, რომ Monero Bitcoin-ის სარეზერვო კოპირების გეგმას ჰგავს და რომ Monero-ს საკუთარი კოდი, კრიპტოვალუტა, ელიპტიკური მრუდე გააჩნია და ის Bitcoin-ის კოდზე დამოკიდებული არაა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე კონფიდენციალურ ქსელ Zcash-ს, Monero-სგან განსხვავებით, ოპერაციების პრივატულად გადაქცევის შესაძლებობა აქვს, თუკი ეს მომხმარებლებს სურთ. თუმცა, Monero-ს კონფიდენციალურობა Zcash-ზე ოდნავ დაბალია. ამის კომპენსირებას ის მონაცემთა სამომხმარებლო ბაზის ზომის ხარჯზე ახდენს, რომელიც Monero-ს გაცილებით უფრო დიდი აქვს. 

„ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ თქვენ Monero-ს ქსელში არაკონფიდენციალური ტრანზაქციები ვერ გექნებათ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, გარკვეული ოპერაციების დეტალები საჯარო გახადოთ, იმისთვის რომ დაადასტუროთ, რომ ვიღაცას ფული გაუგზავნეთ და თქვენ შეგიძლიათ, ეს მონაცემები, სხვა თქვენი კონფიდენციალური მონაცემების გახსნის გარეშე, მესამე მხარეს გაანდოთ, მაგალითად, აუდიტორს ან საგადასახადო ორგანოს“.

მასალების მიხედვით bitcoinwarrior.net

ასევე წაიკითხეთ

37672018-12-24

მოსაზრება: 5 სახეობის კრიპტოვალუტა და მათი განსხვავება

ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.

სწავლება, მოსაზრება, პიროვნებები
28312018-11-22

მოსაზრება: კრიპტოვალუტები «დიდი სულელის» თეორიას ადასტურებს

„სჯობს, თქვენი წარმატება ლას-ვეგასში გამოსცადოთ. იქ საჭმელიც უკეთესია“ - თქვა კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა ჯეფრი რობინსონმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ციფრული აქტივები ინვესტიციები არ არის და ვალუტას არ წარმოადგენს. მიმდინარე კვირაში რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც დოლარები ბიტკოინში დააბანდა, საკუთარი გადაწყვეტილების გამო ინანა, ვინაიდან ციფრული ტოკენის ფასი $5000 ნიშნულს ქვემოთ დაეცა.

მოსაზრება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან მოსაზრება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64342018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33702018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32782018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain