კომპანია Ripple-ს ტოკენი XRP, კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე ადგილს იკავებს Bitcoin-ისა და Ethereum-ის მერე. XRP არ მოიპოვება, როგორც სხვა ციფრული ვალუტა, იმიტომ რომ იგი ერთი კომპანიის მიერ არის გამოშვებული.
კომპანია Ripple-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ ჰარლინგჰაუსმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ XRP- ათასჯერ უფრო იაფი და სწრაფია ვიდრე Bitcoin-ი.
ჩვენ ვთვლით, რომ XRP ტრანსქვეყნებშორისი გადახდების განსახორციელებლად ყველაზე ეფექტური ციფრული აქტივია, ვინაიდან იგი ათასჯერ უფრო სწრაფი და იაფია ვიდრე ბიტკოინი.
კომპანია Ripple თავის ტოკენს იყენებს სხვადასხვა გადახდების უზრუნველსაყოფელად და მომავალში წინსვლას გეგმავს, მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებით. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა, სხვებთან ერთად ლიკვირუდობის მართვის ინსტრუმენტი X-rapid-ია.
Ripple-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს პროდუქტი ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს 70%-მდე ეკონომიას, სხვა არსებულ მართვის ინსტრუმენტებთან და ლიკვიდურობის განაწილებასთან შედარებით. ამ სერვისის მიღების ალბათობა, მასთან ერთად XRP ტოკენისაც, ძალიან დიდია, ვინაიდან მრავალი ბანკი უკვე იყენებს X-rapid პლატფორმას.
XRP დაუშვეს Cabonhood-ის ბირჟის ჩამონათვალში და ეხლა ინვესტორებს შეუძლიათ ჩარიცხონ, ივაჭრონ და გამოიტანონ ტოკენი ბირჟაზე. ასეთი სახით კომპანია იმედოვნებს მის მოხმარებას უფრო მეტად შეუწყოს ხელი.
ბანკების მიერ RippleNet-ზე ტოკენების მიღების გათვალისწინებით და ისეთი პროდუქტების დანერგვით როგორიცაა xCurrent, xPring და xRapid, ასევე მიმდინარე ლისთინგში Cobinhood-ზე, ჰარლინგჰაისუს თქმით დაუყონებლივ გამოიწვევს ხარულ ტრენდს, იგი ასევე თვლის რომ ტოკენზე გაზრდილი მოთხოვნა დაეხმარება კომპანიას უკან ჩამოიტოვოს სხვა კრიპტოვალუტები.
ასევე წაიკითხეთ
Ripple ახლო აღმოსავლეთში ფართოვდება
კომპანია Ripple-მა თავისი გაფართოების გეგმა გამოაცხადა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეა ორიენტირებული. ამის შესახებ, ინფრასტრუქტურული ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელმა დილიპ რაომ, დუბაის კონფერენციაზე განაცხადა.
არსებობს მოსაზრება, რომ XRP-ს ღირებულაბა არ გააჩნია
გუშინ XRP-ს დიდი თანხა ( 1 მილიარდი) გაანაღდეს. ტრანზაქცია Bithumb-ის გადამყიდველზე დაფიქსირდა, საკომისიომ კი სულ რაღაც 0.000012 XRP-ი შეადგინა.