გუშინ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში Lenovo Global Technology-ს წარმომადგენლობამ და Azintelecom-მა პირველი კორპორატიული ბლოკჩეინ-პლატფორმა წარადგინეს. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია Azerbaijan International Telecom-მი (AzInTelecom) ინფორმაციის ბლოკჩეინზე შენახვის სისტემაზე გადადის.
მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში კრიპტოინდუსტრიის განვითარების დადებითი დინამიკა შეიმჩნეოდა. ხელისუფლება კრიპტოვალუტის თავისუფალი გამოყენების საშუალებას იძლევა და მისი სამართლებრივ სივრცეში შესაყვანად ემზადება. გაზაფხულზე, კრიპტოვალუტის ბაზრის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარების შესწავლის ცენტრი შეიქმნა. კანონზომიერია, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოზიტიურად განწყობილ სივრცეში ინტეგრირება უფრო დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.
კომპანია Azintelecom-ის სპეციალიზაციაა - ტრეფიკის საერთაშორისო გაცვლა, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის სერტიფიცირება და დატა-ცენტრების სფეროში მომსახურების გაწევა. გარდა ამისა, AzInTelecom-ი ადგილობრივი მსხვილი კავშირის ოპერატორის Azercell-ის მფლობელია. გაუმჯობესების სურვილმა და ინოვაციებისკენ სწრაფვამ, კომპანია ამ ზაფხულს აზერბაიჯანში აშშ-ს სავაჭრო პალატაში (AmCham) შეიყვანა და, ახლა კი - Lenovo-სთან თანამშრომლობით ბლოკჩეინ-პროექტის რეალიზაციამდე.
აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკთან აქტიური თანამშრომლობით, სადაც Lenovo იდენტიფიკაციის სისტემებს ნერგავს, კომპანიამ თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა, ხოლო კომპანია Nutanix-თან ტექნოლოგიური პარტნიორობის შედეგად, მან მაღალტექნოლოგიური და უნიკალური პროექტი შექმნა.
პროექტი, რომელიც პლატფორმა Nutanix-თან ერთად უკვე განხორციელდა - ამ გაზაფხულზე გახსნილი აზერბაიჯანის უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის დატა-ცენტრია.
ორი თვის წინ, ცენტრობანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა აზერბაიჯანის ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა წარადგინა, რომელიც უახლოესი ხუთი წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. ფართომასშტაბიანი პროგრამა ორ ძირითად სექტორზე ორიენტირებას გულისხმობს: ეკონომიკური და საბანკო. პროგრამას უვე ათამდე კომერციული ბანკი და თხუთმეტი სახელმწიფო უწყება შეუერთდა.
მასალების მიხედვით https://en.trend.az
ასევე წაიკითხეთ
RazerSoftMiner კომპიუტერის უქმად ყოფნის დროს მაინინგისთვის იყენებს
გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.
ადამიანი და ბლოკჩეინი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??