გუშინ Trezor -მა ოფიციალურ საიტზე საკუთარ ვებ-ინტერფეისის Trezor Model T-ს საშუალებით კრიპტოვალუტის გაცვლის ფუნქციის დამატების შესახებ განცხადება გააკეთა, რითაც საფულე უფრო უნივერსალური გახადა.
საიტიდან გაუსვლელად შესაძლებლობა გეძლევათ, უკვე არსებულ ფუნქციებთან ერთად (ანგარიშის ამონაწერი, ტრანზაქციების ისტორია, კრიპტოაქტივების გააგზავნისა და მიღების შესახებ ინფორმაცია) კრიპტოვალუტა საკუთარ საფულეშივე გადაცვალოთ.
SatoshiLabs თავის სააპარატო საფულის შესაძლებლობებს მუდმივად აახლებს და აუმჯობესებს. ჩამონტაჟებული გაცვლითი პუნქტების გაშვება ShapeShift და Changelly თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ShapeShift AG - წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შვეიცარიაში არის დაფუძნებული და რამდენიმე კრიპტოპროდუქტს მართავს, მათ შორის ShapeShift.io, CoinCap და KeepKey. მისი ძირითადი პროდუქტია - ShapeShift.io, ონლაინ-ბაზარი, სადაც მომხმარებლებს ციფრული აქტივების ყიდვის და გაყიდვის საშუალება აქვთ.
პოპულარული აპლიკაცია (BTC), Ether (ETH), Litecoin (LTC) და სხვა კრიპტოვალუტებით უსაფრთხოდ ვაჭრობის საშუალებას გაძლევთ.
Changelly - კრიპტოვალუტების მომენტალური გაცვლის წამყვანი პლატფორმაა, რომელიც სავაჭრო პლატფორმებსა და მომხმარებლებს შორის შუამავლის როლს თამაშობს, რათა შეუფერხებელი გაცვლისთვის ციფრული აქტივობის ფართო სპექტრით უზრუნველყოს. პლატფორმა საფულეების და ციფრული პლატფორმების API ინტეგრაციას უზრუნველყოფს. სამომავლოდ კომპანია მომხმარებლისთვის გაცვლითი პლატფორმების არჩევანის გაფართოვებას გეგმავს. ამასთანავე, Changelly ხაზს უსვამს იმას, რომ კრიპტოვალუტების გაცვლისა და პლატფორმების ოპერატორების მხრიდან KYC -ს პოლიტიკის დაცვაზე პასუხისმგებელი არ არის. თუ რომელიმე პროვაიდერი KYC-ს პრინციპების დაცვას გადაწყვეტს, რეგისტრაციას და შემოწმებას თავადვე გაივლის.
ასევე წაიკითხეთ
NEO-ს ბაგი ჰაკერებს შემოსავალის საშუალებას აძლევს
ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.
მომხმარებლებს Electrum-ზე ფიშინგური შეტევა დაახლოებით 250 BTC დაუჯდა
27 დეკემბერს რამოდენიმე ადამიანმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფულეებს ჰაკერები თავს დაესხნენ, და მათ დაახლოებით 250 ბიტკოინის მოპარვა შეძლეს (დაახლოებით $937 000). მოგვიანებით შეტევა კომპანია Electrum-მაც დაადასტურდა. მისი წარმომადგენლების თქმით, ჰაკერმა საფულის ყალბი ვერსია შექმნა, რათა ნამდვილი საფულეების მომხმარებლების პაროლი გაეგო.