კრიპტოვალუტის ბაზარზე ფინანსური გიგანტის - Fidelity-ს გამოჩენის მეორევე დღეს, ფონდების მმართველმა - მარკ იუსკომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს დარგი სწრაფადგანვითარებად ბაზრად მალე იქცევა.
„ჩვენ ვთვლით, რომ საფონდო ბაზარი „დათვური ტრენდის“ პირას დგას“ - პარასკევს მან გამომცემლობა FOX Business-თან განაცხადა .
ჩვენი აზრით, კრიპტოვალუტებს ხარული წინსვლის პერსპექტივა გააჩნიათ.
72 წლის გამოცდილების მქონე კომპანიამ, რომლის კლიენტთა აქტივები 7,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ორშაბათს ახალი პროექტი - „Fidelity-ს ციფრული აქტივების მომსახურება“ (Fidelity Digital Asset Services) გაუშვა.
„ჩვენი მიზანია - ბიტკოინის მსგავსი ციფრული აქტივები ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი გავხადოთ“ - Fidelity Investments-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ებიგეილ პ. ჯონსმა განაცხადა.
Fidelity-ი ბაზარზე იმ მომენტში გამოჩნდა, როდესაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6500$ იყო. ამასთანავე, მარკ იუსკომ განაცხადა, რომ სკეპტიკური განწყობებისა და თაღლითობების მრავალი შემთხვევის მიუხედავად, ის და სხვა რამოდენიმე ინვესტორი მხარს უჭერენ კრიპტოვალუტებს, განსაკუთრებულად კი ბიტკოინს.
„ჩვენ გვიყვარს ბიტკოინი და ვთვლით, რომ ის ციფრული ოქროა“, - განაცხადა მან. „საბოლოო ჯამში ბიტკოინი, შესაძლოა, სარეზერვო ვალუტადაც კი იქცეს. Ethereum-ი კი, ხშირ შემთხვევაში, პროტოკოლის ან პლატფორმის როლს ასრულებს. იგი ერთგვარი World Wide Web-ია“.
მასალების მიხედვით https://www.foxbusiness.com
ასევე წაიკითხეთ
ამიერიდან აშშ-ში 100 ათასი ბანკომატი უკვე ბიტკოინს ყიდის
აშშ-ში ჩვეულებრივი ბანკომატებიდან ბიტკოინების შეძენა უკვე შესაძლებელი გახდა. ახალი სერვისი Genmega-ს და LibertyX-ის პარტნიორობით გახდა ხელმისაწვდომი. შედეგად, Genmega-ს ტიპის ბანკომატებში ნებისმიერ მსურველს სადებეტო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ბიტკოინების შეძენა შეეძლება.
ველოსიპედების გაქირავება კრიპტოვალუტური მიკროგადახდების სისტემით LN
ხელის მარტივი მოძრაობა ჩვეულებრივ 28-დუიმიან სიჩქარეებიანი ველოსიპედს, YOSE Power-ის (Ebay) კონვერსიულ ელექტრონულ ველოსიპედად აქცევს, რომლის გამოყენებაც Lightning Network-ის ქსელში ტრანზაქციების შესრულების შემდეგ შეიძლება.