მანჰეტენის 40 Riverside Drive პრესტიჟული მისამართის შესაძენად სულ რაღაც 2500 ბიტკოინი დაგჭირდებათ. მე-19 საუკუნის სახლი 5 წელში რეკონსტრუირდა და კრიპტოვალუტის სანაცვლოდ, უძრავი ქონების აუქციონზეა გამოტანილი.
ნიუ-იორკის R.G. Nierderhoffer Capital Management Inc ჰედჯ-ფონდის დირექტორი, როი ნიდერჰოფერი, თავის რეკონსტრუირებულ ვილას ბიტკოინებში ყიდის. ისტორიული შენობა 10720 კვ. ფუტის ფართობისაა და 15.9 მლნ აშშ დოლარად ან 2500 ბიტკოინად არის შეფასებული.
ნაღდი ანგარიშწორება, თავისთავად, მისაღებია, თუმცა ნიდერჰოფერი აღიარებს, რომ "ბიტკოინის დიდი გულშემატკივარია" და უპირატესობას კრიტპტოვალუტას ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუ გარიგება კრიპტოვალუტაში განხორციელდა, ნიდერჰოფერი მზად არის ყველა საკომისიო და ანაზღაურება Cash-ად გადაიხადოს, ხოლო ბიტკოინები კი შეინახოს.
მანჰეტენზე ნიდერჰოფერი კრიპტოენთუაზიასტთა რიგებს მარტო არ იკავებს, ვისაც ბიტკოინი ფიატურ ვალუტას ურჩევნია. ნახევარი წლის წინ, ჰედჯ-ფონდის მენეჯერმა კლაუდიო ჰოაზონუ დე ზანეტამ გადაწყვიტა თავისი თაუნჰაუსი 30$ მლნ Cash-ად ან 45$ მლნ კრიპტოვალუტაში გაეყიდა.
BTC-ს გარდა განიხილებოდა ასევე XRP-ი და ETH-ი.
ბოლო დროს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა კრიპტოვალუტაში რეალური ხდება მთელ მსოფლიოში. სექტემბრის დასაწყისში, კუნძულ მალტის დედაქალაქ ვალეტეში მდებარე მდიდარული ვილა პალაცო, გასაყიდად 3 მლნ ევროდ იყო გმაოტანილი, გამყიდველი ითხოვდა მხოლოდ BTC-ში გადახდას. ეს უნიკალური გარიგება გახლდათ ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების გაყიდვა ბლოკჩეინ-კუნძულზე. წინა კვირას უძრავი ქონებისა და მიწის უფლების რეგისტრაციის მარკეტფლეისის კომპანია Propy-მ გამოაცხადა თავისი პირველი გარიგების შესახებ, ევროპის ტერიტორიაზე ბლოკჩეინის მეშვეობით. მათ მიერი გაყიდულია ვილა სვეილიაში (ესპანეთი) ფრანგ მყიდველზე, Ethereum-ის სანაცვლოდ. გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ მარკეტფლეისში დარწმუნებულები არიან, რომ კრიპტოვალუტურ გარიგეგებში არის მომავალი. ბლოკჩეინ-პლატფორმა გვაძლევს საშუალებას უძრავი ქონების გაყიდვის საერთაშორისო გარიგება სწრაფად და ზედმეტი არასაჭირო ბიუროკრატიული მოქმედებების გარეშე განვახორციელოთ, როგორც ჩვეულებრივი ონლაინ-ტრანზაქცია.
ასევე წაიკითხეთ
ამიერიდან აშშ-ში 100 ათასი ბანკომატი უკვე ბიტკოინს ყიდის
აშშ-ში ჩვეულებრივი ბანკომატებიდან ბიტკოინების შეძენა უკვე შესაძლებელი გახდა. ახალი სერვისი Genmega-ს და LibertyX-ის პარტნიორობით გახდა ხელმისაწვდომი. შედეგად, Genmega-ს ტიპის ბანკომატებში ნებისმიერ მსურველს სადებეტო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ბიტკოინების შეძენა შეეძლება.
არის თუ არა ბიტკოინი პირამიდა?
Bitcoin-ქსელის პირველი გენეზის-ბლოკი 2009 წლის იანვარში დაგენერირდა. მას შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა და, დღემდე, არსებობენ ე.წ. „ექსპერტები, რომლებიც დაობენ: არის თუ არა კრიპტოვალუტა ფინანსური პირამიდა. Bitcoin-ის სწრაფი ზრდა და, ამ სისტემაში ადრეულ პერიოდში ჩართული პირების სწრაფი გამდიდრება, 90-იან წლებში გავრცელებულ პირამიდას ჰგავს.