Bitcoin-ი 2008 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. დღეს, 10 წლის შემდეგ, მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა რთული ფინანსური სისტემის სათავაშია, რომელსაც ბაზარი და მსხვილი ინვსეტორები სიფრთხილით აკვირდებიან.
ბიტკოინის “White Paper”-ის შეჯამებისას, რომლის ერთი მონეტა დღეისთვის 6500 დოლარამდე ღირს, 2008 წელს პრაქტიკულად ნულოვანი ღირებულებიდან, ჩაფიქრებული, როგორც "ელექტრონული ფულის p2p ვერსია", მხარეებს საშუალებას მისცემდა ფული გაეცვალათ ფინანსური დაწესებულების გვერდის ავლით.
ათწლეულის შემდეგ, ამის შესაძლებობა ბლოკჩეინად წოდებული სისტემის დეცენტრალიზაციის დახმარებით, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
შექმნის შემდეგ, ბიტკოინი საზოგადოებისგან ყურადღებას მოკლებული ევოლუციას განიცდიდა. იგი თავდაპირელად ვუნდერკინდებისა და დამნაშავეების ყურადღებას იპყრობდა, მოგვიანებით კი ფულის გათეთრებისთვის გამოიყენეს.
მას შემდეგ რაც ბიტკოინის ფასმა 2013 წელს $1000-ს გადააჭარბა, მისით მსხვილი ფინანსური ინვესტორები დაინტერესდნენ. ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა იგი ფინანსურ პირამიდად შერაცხა, თუმცა აშშ-ს ფედერალური რეზერვის სისტემის თავკაცი ბენ ბერნანკი მის პოტენციალს თაყვანს სცემდა.
2014 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტა ყველაზე სერიოზულ კრიზში აღმოჩნდა, როდესაც ჰაკერებმა Mt.Gox-ის პლატფორმა გატეხეს, სადაც იმ მომენტისთვის ბიტკოინების 80% ვაჭრობდა. ამის შედეგად, ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა, ბევრი კი ციფრული ფულის წარმომშვებს ნაადრევ სიკვდილს უწინასწერმეტყველებდა.
ბიტკოინის ფასი სრულად 2017 წელს აღდგა. ექსპერტების თქმით, ფასის აღდგენა კრიპტოვალუტისთვის "გადამწყვეტი მომენტი" აღმოჩნდა და წლის ბოლოსკენ მისი ფასი $19500-ს აღემატებოდა.
Coinmarketcap-ის ინფორმაციის თანახმად, იმ მომენტისთვის ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $300 მილიარდზე მეტს შეადგენდა. 2018 წლის იანვრისთვის ყველა კრიპტოვალუტის საფასური $800 მილიარდს აღემატებოდა, შემდეგ კი სკეპტიკოსების აზრით, საპნის ბუშტივით გასკდა.
ანალიტიკოსი ბობ მაკდაუელის განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტის კონცეფცია ბიტკოინის გამო მნიშვნელოვნად განვითარდა, რადგან მას ათასამდე კონკურენტი გამოუჩნდა.
"ეს უკვე დიდი ეკონომიკური ინოვაციაა, ვიდრე ტექნოლოგიური. ზოგიერთი ადამიანისთვის კრიპტოვალუტა ერთგვარ რელიგიას წარმოადგენს" - აღნიშნავს იგი.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი ეკონომისტი ნურიელ რუბინი თვლის, რომ კრიპტოვალუტის დეცენტრალიზაცია მხოლოდ მითია.
"ეს სიტემა მეტად ცენტრალიზირებულია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. მაინერები ცენტრალიზირებულია, დასახურდავებელი აპარატები ცენტრალიზირებულია, გამომგონებლები - ცენრრალიზირებული დიქტატორები" - განაცხადა ტვიტერზე რუბინიმ.
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის პირველადი მიზანი გადახდების გამარტივება იყო, ექსპერტთა უმეტესობა აღიარებს, რომ ამჟამად იგი უმეტესწილად სახსრების შესანახად და სპეკულაციურ ინსტრუმენტად გამოიყენება. ამ დროისთვის, ბიტკოინის ქსელს წამში ხუთიდან ათ ტრანზაქციამდე შესრულება შეუძლია. შედარებისთვის, გადახდის სისტემა Visa-ს წამში რამდენიმე ათასი ტრანზაქციის შესრულება შეუძლია,
აშშ-ს ბაზრის რეგულატორები განიხილავენ ბიტკოინ-ETF-ს შექმნას.
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ თუ ეს იდეა დაამტკიცა, მაშინ ციფრული ვალუტა, რისი მიზანიც ტრადიციული ფინანსური სისტემისგან განთავისუფლება იყო, მხოლოდ მისი ნაწილი გახდება.
მასალების მიხედვით https://www.arabianbusiness.com
ასევე წაიკითხეთ
მაინინგი გლობალურ დათბობაზე იმოქმედებს
სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიტკოინს საკრედიტო ბარათების მსგავსი ჩქარი ტემპით მიღების შემთხვევაში, 2033 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით აიწევს
ფრანგული თამბაქოს მაღაზიები Bitcoin-ს გაყიდიან
თამბაქოსა და ლატარეის ბილეთებით მოვაჭრე ფრანგულმა მაღაზიებმა ხელშეკრულება კომპანია Keplerk-თან დადეს და 2019 წლიდან მომხმარებლებს ბიტკოინს შესთავაზებენ.