კრიპტოვალუტის სამყაროთი სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ეს სამყარო საკმოოდ რთული აღსაქმელია, თუ თქვენ არ გაქვთ სპეციალური ტექნიკური მომზადება ან და არ იცნობთ სპეციფიკურ ტერმინოლოგიას. იმისთვის, რომ ბაზარზე არსებული სიტუაცია სწორად შეაფასოთ, სწორად დააბანდოთ ინვისტიცია, არ დაიბნეთ კრიპტოვალუტების ახალი ამბებისა და რეიტინგების ნაკადში, - ამისთვის ჩვენ დღეს გავეცნობით fork -ის ტერმინს.
თავიდანვე განვმარტოთ ის, რომ ტერმინს ”fork” კრიპტოსამყაროში ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
თავდაპირველად, ტერმინი ”fork” პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისგან წამოვიდა. ფორკი (ანუ განშტოება) ნიშნავს ახალი ვერსიის ძირითადი ვერსიიდან გამოყოფას, რომელიც პრინციპული ცვლილებების მატარებელია. კრიპტოვალუტების სამყაროში ფორკების ტიპიურ წარმომადგენლებად შეგვიძლია Litecoin და DASH დავასახელოთ - მათ საფუძვლად ბიტკონის პროგრამული ბაზა იყო აღებული, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შემდეგ, ახალი კრიპტოვალუტები გაჩნდა. ფორკები, როგორც წესი, მსგავს პრინციპებზეა დაფუძნებული, მაგრამ განსხვავებებისა და გაუმჯობესების მატარებლები არიან. ასევე, ფორკებს შეგვიძლია მივაკუთნოთ Bitcoin Cash-ი, რომელიც Bitcoin-ს 2017 წლის აგვისტოში გამოეყო. ფორკის ნათელი მაგალითია 2016 წელში Ethereum-ის Ethereum და Ethereum Ethereum Classic -ზე გაყოფა.
ტერმინი fork-ის მეორე მნიშვნელობა, რომელიც კრიპტოვალუტურ საზოგადოებაში ხშირად გამოიყენება - blockchain-ების რამოდენიმე შტოდ გაყოფას ნიშნავს.
ამ ფორკის აზრის უკეთ გასაგებად blockchain-ებს პრინციპი კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ. Blockchain - ბლოკების ჯაჭვს წარმოადგენს. ბლოკი სისტემაში ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციისგან ყალიბდება. მას ყოველი კრიპტოვალუტისთვის სხვადასხვა შეზღუდვა გააჩნია. ასეთი სავსე და ჯაჭვში ჩაბმული ბლოკები უწყვეტ და სწორხაზოვან ტანზაქციების ჯაჭვს ქმნიან, რომელსაც blockchain-ი ეწოდება. ძირითადად მას მკაცრად ერთი სწორხაზოვანი მიმართულება აქვს, მაგრამ თუ მას განშტოება გაუჩნადა - ამას ”fork”ეწოდება.
Bitcoin Cash ზუსტად ასეთი ფორკია, რადგან თავდაპირველად მის საფუძველს Bitcoin-ის blockchain-ი წარმოადგენა, მაგრამ Bitcoin Cash-ის ბლოკის ზომების გაზრდის გამო მისი შეთავსებდა Bitcoin-თან შეუძლებელი გახდა. Ethereum-ის და Ethereum Classic-ის შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაციაა.
ახლა კი softfork და hardfork მნიშვნელობები განვიხილოთ.
Softfork - კრიპტოვალუტის პროტოკოლში, ტექნოლოგიას ან პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ცვლილებებია, რომლებიც არ შეეხებიან არსებულ ქსელს - ქსელის კვანძებსა და ნოდებს, რომლებიც ძველ სოფტზე მუშაობენ და ამ პირობებში ნორმალურად აგრძელებნ ფუნქციონირებას. ასეთი სოფტფორკის ნათელი მაგალითია - bitcoin-ის პროტოკოლში ტექნოლოგია segwit-ის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ნოდებს segwit-ის ტრანზაქციის გამოყენება არ შეუძლიათ, ისინი ნორმალურ ფუნქციონირებას განაგრძობენ და ქსელიც გამართულად მუშაობს.
Bitcoin Cash და Ethereum Classic - ჰარდფორკებია. Blockchain-ი, რომელსაც Bitcoin Cash-ი იყენებს ბლოკის ზომის გამო bitcoin-თან შეუთავსებადია, თუმცა მის საფუძველში ორიგინალური blockchain დევს. აუცილებელი არ არის, რომ ჰარდფორკმა ახალი კრიპტოვალუტა წარმოქმნას. მაგალითად, Ethereum შექმნისას ჰარდფორკების გამოსვლის გეგმა ისე იყო გაწერილი, რომ პროტოკოლი გაფართოვებულიყო და ახალი შესაძლებლობები დაემატებინა.
დასასრულისთვის, აღსანიშნავია, ხშირად გამოყენებადი სინონიმი - ტერმინი ალტკოინი და ფორკი. ეს ორი ტერმინი ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს, რადგან კრიპტოვალუტა შესაძლოა ნულიდან იყოს დაწერილი და ის არ იყოს ფორკი. ასეთ შემთხევაში ის უდავოდ ალტკოინი იქნება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტომატები: რასთან მიირთმევენ და სად ბინადრობენ
კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო ღრმად ინტეგრირდება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენთვის ჩვეულ გადახდის ტერმინალებთან და ბანკომატებთან ერთად, დიდი ქალაქის ქუჩებში ნელ-ნელა კრიპტომატებიც გამოჩნდა. ვეცდებით გავარკვიოთ, რისთვისაა საჭირო და როგორ გამოვიყენოთ.
როგორ ავუხსნათ ხუთი წლის ბავშვს რა არის ბიტკოინი?
...ანუ თუ დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ეს ყველაფერი რა ჯანდაბაა