კომპანია Visa-მ ახალი ციფრული პროდუქტების დეტალები დააანონსა, რომელთა ჩაშვებაც 2019 წელს პირველ კვარტალში Visa B2B Connect-ის ფარგლებში იგეგმება.
გადანაწილებული რეესტრების ტექნოლოგიების ბაზაზე აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია იმისთვის, რომ საფინანსო დაწესებულებებს მეწარეებს შორის მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო საერთაშორისო გადახდების დამუშავების საშუალება მისცენ.
ციფრული იდენტიფიკაციის ფუნქცია B2B Connect-ი კომპანიის მნიშვნელოვანი ინფორმაციის (საბანკო რეკვიზიტების, საბანკო ანგარიშების) ტოკენიზირებას ახდენს და მას უნიკალურ იდენტიფიკატორს ანიჭებს, რომელიც პლატფორმაზე ტრანზაქციის განსახორციელებლად შეიძლება იყოს გამოყენებული.
„B2B Connect-ის გამოყენებით ჩვენ ახალ საშულებებს ვამუშავებთ, რომელთა დახმარებით საწარმოებს მსხვილი საერთაშორისო გადახდების განხორციელება შეუძლია“, - განაცხადა Visa Business Solutions-ის განყოფილების ხელმძღვანელმა კევინ ფალენმა.
„B2B Connect-ი გადახდებს ლოგისტიკის, საბანკო მომსახურების, ვაჭრობისა და სხვა ინდუსტრიული დაწესებულებებისთვის დაამუშავებს“, - აღნიშნა ფალენმა.
მომავალი წლის კომერციული გამოშვების ფარგლებში, Visa პარტნიორულ ურთიერთობებს აფართოებს, იმისათვის რომ საკუთარ პლატფორმას დამატებითი ფუნქციები შესძინოს. კომპანია უკვე 40 წელია რაც ტექნოლოგიურ გიგანტთან IBM-თან თანამშრომლობს. ერთად ეს კორპორაციები საერთო ინსტიტუციური კლიენტების მოზიდვასა და მომსახურების ჩამონათვალის გაფართოვებას გეგმავენ.
„როდესაც გადახდის ინდუსტრიისა და საფინანსო მომსახურების ტექნოლოგიების ლიდერები ტექნოლოგიის დახმარეთის ღია საწყისი კოდით ერთად მუშაობენ, ამით მთელი ციფრული დარგი მოგებაშია“, - განაცხადა IBM Blockchain Services-ის გენერალურმა მენეჯერმა ჯეისონ კელიმ.
გასულ კვირას Visa-ს წარმომადგენლებმა ასევე ტოკენ-პარტნიორებისთვის Visa Token Service-ის მომსახურების კომერციული გაფართოების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ბარათის მონაცემებს (credential on-fle/COF) ინახავენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს ციფრული გადახდების სრული უსაფრთხოების მისაღწევად საკვანძო ნაბიჯია.
ამ გაფართოების საშუალებით ეკვაიერები და ტექნოლოგიური პარტნიორები, მათ შორის Adyen, AsiaPay, Braintree, Checkout.com, Cherri Tech, CyberSource, Elavon, Ezidebit, eWAY, Fit-Pay, Giesecke & Devrient, PayPal, Payscout, Rambus, SafeCharge, SecureCo, Square, Stripe, Worldpay და YellowPepper ციფრული გადახდების ტოკენიზირების მოხდენას შეძლებენ, რომელშიც საგადასახადო ბარათების მონაცემები გამოიყენება.
ასევე წაიკითხეთ
WhatsApp-ი ახალ საგადასახადო სისტემაზე მუშაობს
როდესაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციია იმის შესახებ რომ, Facebook-ი კრიპტოვალუტურ პროექტზე აპირებს მუშაობას, WhatsApp-ის, მისი შვილობილი კომპანიის წარმომაგენლებმა, ახალი ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნით თაობაზე განცხადება გააკეთეთეს.
BitPay-ი მომხმარებელთა შესაძლებლობებს აფართოვებს
კრიპტვალუტის საგადამხდელო სისტემის ოპერატორმა BitPay-მა, რომელიც მსოფლიოს 38-ზე მეტი სახელმწიფოს მომხმარებელს ბიტკოინსა და ბიტკოინ-ქეშში გადახდის მიღების საშუალებას აძლევს, ციფრული აქტივების ვოლატურობისგან საკუთარი კლიენტების დაცვის ზომებს მიიღებს.