დაივიწყეთ ნოსტრადამუსი, კარტი ტარო და ასტროლოგია. ყოველივე ამან უკვე დაკარგა თავისი აქტუალობა. ახლა ხალხს მხოლოდ The Economist-ის წინასწარმეტყველების სჯერა, რომლის თანახმადაც ოქტომბერში სატოში ნაკამოტოს ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომას უნდა ველოდოთ.
ეს თემა აქტიურად განიხილება კრიპტოვალუტის ფორუმებზე და შეთქმულების თეორიების მოყვარულთა შორის. სატოში ნაკამოტო - ადამიანი, რომელმაც ფინანსურ სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, ანონიმურობის შენარჩუნებასთან ერთად წლების განმავლობაში პრაქტიკულად ჩუმად არის.
1988 წლის 9 იანვარით დათარიღებულ ჟურნალ The Economist-ის ნომრის გარეკანზე, ანონიმურმა წყაროებმა ბიტკოინზე მინიშნება იპოვეს. ამავე გარეკანზე იკითხებოდა ინფორმაცია მისი შემქმნელის შესაძლო პირველი საჯარო განცხადების (ტვიტის) თაობაზე.
სტატიის დასახელება - „მოემზადეთ ახალი მსოფლიო ვალუტისთვის“ (get ready for new world currency) დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს.
თუმცა ამაზე ყველაფერი არ დასრულებულა.
გარეკანის ზედა ნაწილში, შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა მოყვანილი კიდევ ერთი სტატიის სათაური - „Takeshita Comes to Town“ „Satoshi Nakamoto Tweet“-ის პირდაპირ ანაგრამად ჩათვალეს.
ანაგრამების შესწავლა, დაშიფრული შეყობინებების ამოხსნა, მასონური შეთქმულებების საიდუმლოებები - ჭეშმარიტეების მაძიებლებს მაგნიტივით ყოველთვის იზიდავდა. ერთ-ერთი მათგანი ყველაზე შორს წავიდა შემდეგი კავშირი აღმოაჩინა: „1975 წლის 5 აპრილს, სატოშის დაბადების დღეს, 1933 წლის 5 აპრილს აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა №6102 განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებიდან ოქროს იძულების წესით შეგროვებას გულისხმობდა. განკარგულებამ ძალა 1975 წელს დაკარგა“.
როგორც ვხედავთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ უახლოეს მომავალში ინტერნეტ-სივრცეში ბიტკოინის შემქმნელის განცხადებას ვიხილავთ, სავსებით რეალურია. იყავით ყურადღებით და არ გამოტოვოთ ეს მოვლენა.
მასალების მიხედვით ethereumworldnews.com
ასევე წაიკითხეთ
გახდება თუ არა Monero-ს ეკლესია მემი
Monero-ს ეკლესია, რომელიც Telegram-ში, უკვე ოთხი თვეა, ყოველკვირეულად ატარებს თავის "სარიტუალო ცერემონიებს". ამ რიტუალების არსი მარტივია: Monero-ს მომხმარებლები კვირაში ორჯერ უგზავნიან ერთმანეთს 5 დოლარს XRM-ში რასაც "ნდობის წრეს" უწოდებენ. ამ მომენტისთვის ეკლესიას დაახლოებით 60 მონაწილე ჰყავს, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა შესამჩნევად იზრდება.
შიში და სიძულვილი მანჩესტერში
სტუდენტების ჯგუფი, რომელსაც გიმნაზიის კურსდამთავრებული ედგა სათავეში, ნარკოტიკებს ბიტკოინებზე ყიდიდა, იმის იმედით, რომ ანონიმურობას შეინარჩუნებდა და შესაძლო გამოძიებას დააბნევდა. სტუდენტები, რომლებიც გეოლოგიას,