Tether -ს ბიბლიით ხელში უნდა ებრძოლო

Tether -ს ბიბლიით ხელში უნდა ებრძოლო

ფინასების დარგში ტეხასელმა პროფესორმა ჯონ გრიფინმა და მისმა კოლეგამ ამინ შამსმა კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც ამტკიცებენ იმას , რომ როდესაც ბიტკოინის ფასი გარკვეულ დონემდე ეცემოდა, ტრეიდერები ზედმეტ აქტივებს Tether-ის სთეიბლკოინის მეშვეობით ყიდულობდნენ, რითაც ბიტკოინს ფასს უნარჩუნებდნენ.

  Tether-ი, რომელიც აშშ დოლარით იყო გამაგრებული, ყოველთვის კრიტიკასა და დავას იწვევდა. ბერვრი თვლიდა, რომ მას ბიტკოინის ფასის მანიპულირებისთვის იყენებენ.

 მკვლევარეთა განცხადებით, 2017 წლის მანძილზე ბიტკოინებიდან მიღებული სარგებლის ნახევარი Tether -ის „დამსახურებაა“.

გრიფინის უფრო ადრინდელი განცხადების თანახმად, პოპულარული ცვალებადობის ინდექსი VIX - გაყალბებულია. იგი თვლის, რომ მისი ნამუშავარი დიდ გავლენას იქონიებს ციფრულ სფეროზე.

„მე არა მხოლოდ მსოფლიოს აღქმა მსურს, არამედ მინდა ის უკეთესიც გავხადო“ - ამბობს ის. „მონაცემები ნაკვალევს და ანაბეჭდებს ტოვებენ და მათი მეშვეობით ბევრი საინტერესო ფაქტის გარკვევა არის შესაძლებელი“.

გრიფინის განცხადებით, ის თავის კვლევას გლობალური ფინანსური სიბოროტის აღმოფხვრას დაუთმობს და აქვე ბიბლიის ციტირებას ახდენს:

 "მონაწილეობას ნუ მიიღებთ სიბნელის უნაყოფო საქმეებში, არამედ პირიქით ამხილეთ".

აღსანიშნავია იმ ორგანიზაციების განცხადებები, რომლეთა კვლევა გრიფინს აქვს გამოქვეყნებული. მათი თქმით, გრიფინს კონკრეტული კანონდარღვევები არ აღმოუჩენია, ის უბრალოდ არასწორად აანალიზებს მიღებულ მონაცემებს, რადგან მას კრიპტოვალუტების ბაზართან მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვს. კომპანია Cboe, რომელიც ინდექს VIX-თან დაკავშირებულ კონფლიქტის ცენტრში იყო, გრიფინის თეორია უარყო და განაცხადა:

„ამ კვლევაში გაკეთებული ყველა ანალიზი და დასკვნა მთლიანად ავტორის მხრიდან ინდექს VIX -ის მუშაობის პრინციპის ფუნდამენტარული უცოდინარობით არის გამოწვეული“.


მასალების მიხედვით https://blokt.com

ასევე წაიკითხეთ

32262018-11-23

შიში და სიძულვილი მანჩესტერში

სტუდენტების ჯგუფი, რომელსაც გიმნაზიის კურსდამთავრებული ედგა სათავეში, ნარკოტიკებს ბიტკოინებზე ყიდიდა, იმის იმედით, რომ ანონიმურობას შეინარჩუნებდა და შესაძლო გამოძიებას დააბნევდა. სტუდენტები, რომლებიც გეოლოგიას,

იუმორი
28552018-10-17

სატოში ნაკამოტოს საჯარო გამოჩენის მოლოდინში

დაივიწყეთ ნოსტრადამუსი, კარტი ტარო და ასტროლოგია. ყოველივე ამან უკვე დაკარგა თავისი აქტუალობა. ახლა ხალხს მხოლოდ The Economist-ის წინასწარმეტყველების სჯერა, რომლის თანახმადაც ოქტომბერში სატოში ნაკამოტოს ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომას უნდა ველოდოთ.

იუმორი

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან იუმორი

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64402018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43242018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33802018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33592018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32852018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain