ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.
ლირის ზაფხულის კრიზისი, ქვეყნის საშუალო მოსახლეობის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკთან ერთად იმის მიზეზს ხსნის, თუ რატომ ეძებენ თურქეთში ბევრნი ფიატის ალტერნატივას. გამოკითხვამ, რომელიც 26 მარტიდან 6 აპრილამდე (ლირის კრიზისამდე) ჩატარდა, აჩვენა, რომ თურქების 18%, ევროპელთა 9%-სა და ამერიკელთა 8%-თან შედარებით, კრიპტოვალუტას ფლობს.
10 აგვისტოს „ტვიტერში“ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ერთ დღეში ლირის ღირებულება 20%-ზე მეტით დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ვალუტამ ფასი ოდნავ აღადგინა, ერთ წელიწადში 30%-ზე მეტი დაკარგა. ინფლაცია ქვეყნის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ეკონომიკა შესაძლოა რეცესიაში შევიდეს.
13 აგვისტოს Bitcoin.org-ის ანონიმურმა თანადამფუძნებელმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ თურქეთიდან შემოსულ მნახველთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა და დასძინა: „აი ასე მუშაობს ბიტკოინი... ანაცვლებს ფიატურ ვალუტებს, როდესაც ისინი ჩამოიქცევა“.
ქვეყანაში ბიტკოინის პოპულარობის მოუხედავად (ან შესაძლოა ამის გამო), მთავრობა ადამიანების ინვესტიციების უფრო ტრადიციულ სახეობებზე დაყოლიებას ცდილობს.
ერდოღანის სტრატეგია მოქალაქეთა დოლარების ლირაში კონვერტაციასა და ამასთან რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებაში მდგომარეობდა. თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველო (დიანეტი) ასევე მიუთითებს, რომ მუსლიმებს კრიპტოვალუტით ვაჭრობა ან მისი გამოყენება ეკრძალებათ. თუმცა არც თუ დიდი ხნის წინ კომპანია Turicon-მა ალტერნატიული ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნა სცადა, მაგრამ მალევე მისი დამფუძნებელი დააკავეს, როდესაც ის მილიონობით დოლართან ერთად მიმალვას ცდილობდა.
კრიპტოვალუტების სპეკულაცირებისა და მერყეობის მიუხედავად, ისინი განვითარებულ ბაზრებზე ალტერნატიული ინვესტიციების მიმზიდველ ფორმას წარმოადგენს. მაგალითად, გაეროს ანგარიშის მიხედვით, კრიპტოვალუტები მეტისმეტად პოპულარულია აფრიკაში. პატარა საქართველო ბიტკოინის მაინინგით ჩინეთის შემდეგ მეორეა და პირველი, ვინც მიწის საკუთრების შესახებ ინფორმაციას ბლოკჩეინზე ინახავს.
მასალების მიხედვით slate.com
ასევე წაიკითხეთ
არნახული სიკეთე, როგორც ბიტკოინის რეკლამა
ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ, ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა.
კოსმოსურ სასტუმროს ნომერში გაჩერება კრიპტოვალუტის სანაცვლოდ არის შესაძლებელი
პროექტი Orion Span-ი კოსმოსური სადგური Aurora-ს გაშვებას გეგმავს, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროს ფუნქციას შეასრულებს. კოსმოსური სასტუმროს ნომერი ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც $9,5 მლნ ან ამ თანხის კრიპტოვალუტაში ეკვივალენტის გადახდის საშუალება ექნება.