New York Times -ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, იაპონიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ მასაიოში ამამიასმ ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტები ხელს უწყობენ სავალუტო სისტემის გაუმჯობესებას. მან განაცხადა, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას არ გეგმავს.
აღნიშნულ სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი ფინანსური ექსპერტის მოსაზრებით, ცენტრალური ბანკები ასეთი კრიპტოვალუტებს ეკონომიკის გასაკონტროლებლად იყენებენ, იმ შემთხვევაში, თუ საპროცენტო განაკვეთი ნულამდე დაეცემა.
აღნიშნული თეორიის თანამხმად, ასეთი კრიპტოვალუტები ცენტრალურ ბანკს ეკონომიკის სტიმულირების საშუალებას აძლევენ, რითაც მათ ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებიდან მაღალი პროცენტების ამოღება შეუძლიათ, რაც თავის მხრივ, მეტი თანხების დახარჯვას მისცემს სტიმულს.
თუმცა ამამია მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტიდან პროცენტის ამოღება იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ბანკი ფინანსური სისტემიდან ფიატს ამოიღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი კვლავაც განაგრძობს კრიპტის ფიატში გადაყვნას, რათა თავი აარიდოს პროცენტების გადახდას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფიატის ამოღება იაპონიაში გამორიცხულია, რადგან ფიატი ჯერ იკიდევ დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ხოლო კრიპტოვალუტა სპეკულაციებს ექვემდებარება და გადახდის არასტაბილური საშუალებაა.
ასევე წაიკითხეთ
ისრაელის ეროვნული ბანკი: საკუთარი კრიპტოვალუტის წარმოება "რეკომენდირებული არ არის”
ისრაელის ცენტრალური ბანკის მმართველის მიერ 2017 წლის ნოემბერში შექმნილი, საკუთაარი კრიპტოვალუტის წარმოების მიზანშეწონილობის დასადგენად, კვლევითმა ჯგუფმა კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
15 ქვეყნის ცენტრალური ბანკი მზადაა კრიპტოვალუტის შექმნას მხარი დაუჭიროს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 15 ქვეყანა განიხილავს მსოფლიო ფინტექ ტენდენციებთან მიერთებისა და გადახდის ერთიან ფორმად ციფრული ვალუტების მიღების შესაძლებლობას. მოხსენებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორი ძირითადი მიზეზი გამოყო, თუ რატომ არის შესაძლებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება.