საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 15 ქვეყანა განიხილავს მსოფლიო ფინტექ ტენდენციებთან მიერთებისა და გადახდის ერთიან ფორმად ციფრული ვალუტების მიღების შესაძლებლობას. მოხსენებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორი ძირითადი მიზეზი გამოყო, თუ რატომ არის შესაძლებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
მოხსენებაში ციფრული ვალუტების დანერგვაში დაინტერესული 15 ქვეყანაა მოყვანილი. კერძოდ - ბაჰამის კუნძულები, კანადა, ჩინეთი, კურასაოსა და სინტ-მარტენის ცენტრალური ბანკი, დასავლეთ-კარიბის რეგიონი, ეკვადორი, ნიგერია, სენეგალი, შვედეთი, ტუნისი და ურუგვაი. საგულისხმოა, რომ კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი ციფრული აქტივების ბაზარზე ტრანზაქციების შემცირების პროპორციულად იზრდება.
ვარაუდობენ, რომ ხელფასების დარიგებისთვის კერძო დაწესებულებები რეგულარულად დაიწყებენ კრიპტოვალუტის გამოყენებას, ცენტრალური ბანკები ამ ტენდენციას მხარს უმალ დაუჭერენ. მაგალითად, შვედეთში ძალიან პოპულარულია თანხების გადახდა-გადარიცხვის მობილური ტელეფონების აპლიკაციები. შედეგად, ნაღდი ფულის ბრუნვა იმდენად შემცირდა რომ რამდენიმე წლის შემდეგ არც ერთი საწარმო და არც ერთი მაღაზია ბანკნოტებს აღარ მიიღებს. არც ისე დიდი ხნის წინ შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ გადახდების კერძო ბაზრის ალტერნატივა უნდა მოიძიოს.
ამავდროულად, ჩინეთის სახალხო ბანკი აგრძელებს კრიპტოვალუტის საკუთარ პროექტზე მუშაობას. ამ შემოდგომას ბანკის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია ხალხის დასაქმებასთან დაკავშირებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დაშიფრვის მოდელირების, და „ციფრული ფიატური ვალუტის“ მიკროჩიპების შემუშავების სფეროში.
ორი მიზეზი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ნათქვამია, რომ არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იწყებს სახელმწიფო ციფრული ვალუტების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შექმნაში მონაწილეობას.
პირველ რიგში, ნაღდი ფულის როლი სახელმწიფო კრიპტოვალუტის გამოჩენასთან ერთად შემცირდება.
მეორე - ცენტრალური ბანკები შეძლებენ ამ ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებას მილიონობით მოქალაქესთან კონტაქტის დამყარებისთვის. მოქალაქეებთან რომლებსაც ჯერ არ აქვთ საბანკო ანგარიში ან წვდომა ფინანსურ სერვისებთან.
მასალების მიხედვით coinidol.com
ასევე წაიკითხეთ
ვენესუელა ყველაფერს აკეთებს, რათა პირველი ქეყანა გახდეს, რომელმაც ნაციონალური კრიპტოვალუტა გაუშვა
სახელმწიფომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტამ ეკონომიკური პრობლემები უნდა შეამსუბუქოს, რაც ტრადიციულ ფიატურ ვალუტასთან არის დაკავშირებული და ქვეყანაში ფართო მოხმარების საგადასახადო საშუალება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსაზოგადოების დიდმა ნაწილმა Petro-ს მიმართებაშიში თავისი სკეპტიკური აზრი გამოხატა და, მიუხედავად შტატების აქტიური კამპანიისა, ნაციონალური კრიპტოვალუტის მიმართებაში, ვენესუელის მთავრობა გაუფასურებული ბოლივარის ნაცვლად Petro-ს ალტერნატიულ გაშვებას გვთავაზობს.
ისრაელის ეროვნული ბანკი: საკუთარი კრიპტოვალუტის წარმოება "რეკომენდირებული არ არის”
ისრაელის ცენტრალური ბანკის მმართველის მიერ 2017 წლის ნოემბერში შექმნილი, საკუთაარი კრიპტოვალუტის წარმოების მიზანშეწონილობის დასადგენად, კვლევითმა ჯგუფმა კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.