Pump&Dump სქემების აღმოსაჩენად ალგორითმი დაიწერა

Pump&Dump სქემების აღმოსაჩენად ალგორითმი დაიწერა

Pump and Dump სქემები კრიპტოვალუტურ ბაზარზე სულ უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები კი, თავის მხრივ,  მათი თავიდან აცილებას ცდილობენ.

ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტის ბაზარზე ტრეიდინგი ექსტრიმალურ ატრაქციონებზე სრიალს წააგავს.

კრიპტოაქტივების არასტაბილურობა და მათი მფლობელების ანონიმურობა ბევრ თაღლითს იზიდავს. კრიპტოვალუტის ისტორია აჭრელებულია ქურდობის სხვადასხვა სქემებით, პონცის სქემებით და სხვა სახის თაღლითობის ამბებით.  ხოლო, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, წინა პლანზე, თახლითობის ერთ-ერთი ტიპი -  Pump and Dump  წამოიწია.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარებმა სქემა Pump and Dump სიღრმისეულად შეისწავლეს და მისი თაღლითური მექანიზმების მუშაობის შესახებ დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მკვლევარებმა სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც Pump and Dump-ის მომზადებას იწინასწარმეტყველებს, რაც მისი თავიდან აცილების დიდ შანსს მოგვცემს.

Pump and Dump-ის სქემა - ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე კარგად ნაცნობი ხრიკია, რომელიც საეჭვო აქტივის ამორჩევითა და მისი დაგროვებით იწყება. კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი ამ მონეტას აქტიურად ყიდულობს და მის ფასს 300-500 პროცენტით ზრდის შემდეგ კი, გულუბრყვილო ახალბედა ტრეიდერებს გაბერილი ფასებით ასაღებენ.

მკვლევარებმა 21 ივლისიდან 18 ნოემბრამდე მონაკვეთში  Pump and Dump-თან დაკავშირებით 236 შემთხვევა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ყველა ამ შემთხვევას სამიზნე ვალუტის არადამახასიათებელი შესყიდვა უძღვის წინ.

კვლევაში ნათქვამია, რომ საშუალოდ, დღის განმავლბაში,  2 შემთხვევა ფიქსირდება, რაც კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობის თვეში  7 მილიონის გენერირებას ახდენს.

ასევე წაიკითხეთ

35702018-12-28

მომხმარებლებს Electrum-ზე ფიშინგური შეტევა დაახლოებით 250 BTC დაუჯდა

27 დეკემბერს რამოდენიმე ადამიანმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფულეებს ჰაკერები თავს დაესხნენ, და მათ დაახლოებით 250 ბიტკოინის მოპარვა შეძლეს (დაახლოებით $937 000). მოგვიანებით შეტევა კომპანია Electrum-მაც დაადასტურდა. მისი წარმომადგენლების თქმით, ჰაკერმა საფულის ყალბი ვერსია შექმნა, რათა ნამდვილი საფულეების მომხმარებლების პაროლი გაეგო.

საფულე, უსაფრთხოება
40212018-12-28

იურიდიული ფირმა პირამიდის შემქმნელებს უჩივის

ამერიკული იურიდიული ფირმა Silver Miller-ი, რომლის სპეციალიზაცია კრიპტოვალუტური ინვესტიციებია, ინვესტორ ჯერემი სპენსს უჩივლა. ფირმის წარმომადგენლების განცხადებით, სპენსი კრიპტოვალუტურ პირამიდას მართავდა და ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდა.

სამართალი, უსაფრთხოება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან უსაფრთხოება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64282018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43172018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33512018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32742018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain