IТ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უკრაინის გენპროკურატურა ახალი გამოწვევების წინაშე დგება. ამ ეტაპზე მას, ციფრული სამყაროს გადახდის სისტემებისა და კრიპტოვალუტების სფეროში არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.
გუშინ უწყების პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ჩინოვნიკებსა და რამოდენიმე ბიზნესმენის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ერთერთ ჯგუფს, ინოვაციური ბიზნეს-პროექტების სახელით, ფინანსური პირამიდის შექმნის ბრალი ედება. ჯგუფის წევრები მიმნდობი მოქალაქეებისგან ფულად სახსრებს ღებულობდნენ და უკანონო გზით მიღებულ შემოსავლებს (ფულს და კრიპტოვალუტას), ლეგალიზების მიზნით, უკრაინაში აკრძალული გადახდის სისტემების Qiwi, WebMoney და იანდექსის გამოყენებით, საზღვარგარეთ გაქონდათ.
სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში, კიევსა და ვინიცკის ოლქში რამოდენიმე ჩხრეკა ჩატარდა. ეჭვმიტანილებს კრიმინალური ჯგუფის შექმნა ედებათ ბრალად, რომლებიც უკანონო გზით განსაკუთრებულად დიდი ოდენობის შემოსავლებს იღებდნენ და უკრაინაში აკრძალული ელექტრონული გადახდის სისტემების და სხვა მექანიზმების გამოყენებით, მათ ლეგალიზაციას ცდილობდნენ. გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის თანამდებობის პირებს თანამდებობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილთა გვარები არ გახმაურდა.
მასალების მიხედვით gp.gov.ua
ასევე წაიკითხეთ
რუმინულ კრიპტოვალუტურ ბირჟა CoinFlux-ს პრობლემები შეექმნა
ადგილობრივი ახალი ამბების წყაროებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ რუმინული კრიპტოვალუტური ბირჟა CoinFlux-ის, გენერალური დირექტორი ვლად ნისტორი დააკავეს, რომელსაც ახლო მომავლში აშშ-ში ექსტრადირება ელოდება.
Bitmain-ი ისრაელის კვლევისა და განვითარების განყოფილებას ხურავს
Globe-ს ფინანსური გამომცემლობის პუბლიკაციის თანახმად, რაანანში კვლევითი ცენტრი Bitmaintech Israel-ი, კრიპტოვალუტური საერთო ბაზრის ვარდნის გამო, იხურება.