კრიპტობაზარზე უამრავი ტოკენის გამოჩენასთან ერთად, ინვესტიციების ობიექტის შერჩევა უფრო და უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. საეჭვო კრიპტოვალუტის სამი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინება დაგვეხმარება გავერკვეთ ალტკოინების სამყაროში.
ამა თუ იმ ინვესტიციასთან მიმართებაში გარანტიის მიცემა შეუძლებელია. მონეტის არსის გაგება მხოლოდ პოსტფაქტუმ შეიძლება, მოვლენების და ინფორმაციული ფონის განვითარების შეფასებით, მაგრამ ამ კრიტერიუმების გათვალისწინება საინვესტიციო პორტფელისთვის ტოკენების შერჩევისას დაგვიცავს.
როგორ არ გავხდეთ ფინანსური პირამიდის მსხვერპლი და შემოსავლისთვის პერსპექტიული მონეტა შევარჩიოთ? ვცადოთ ძირითადი კრიტერიუმების მონახაზი გავაკეთოთ.
პირველი კრიტერიუმი: ბენეფიციარის არსებობა
ბენეფიციარი მოგების საბოლოო მიმღებია. ანუ პირი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ღვეზელის ყველაზე დიდი წილი შეხვდება. კრიპტოვალუტების უმეტესობაში არ არსებობობენ მონეტების ცენტრალური მფლობელები. ან ისინი არანაირ გავლენას არ ახდენენ ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაციაზე. ისეთი მონეტის გამოშვება, რომელშიც ICO-ს ორგანიზატორები მონეტების მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი გუნდისთვის ჯავშნიან, შეიძლება პირამიდული სქემის ნიშანი იყოს.
მეორე ფაქტორი: ქსელური მარკეტინგის გამოყენება (MLM).
ქსელური მარკეტინგი დისტრიბუტორების ქსელის შექმნაზეა დამყარებული, რომლებიც ანაზღაურებას (ჯილდოს) უფრო ფართო წრის მომხმარებლების მოზიდვაში იღებენ. ეს ამ მონეტის შესახებ დადებითი ინფორმაციის მიმართ სანდოობის საკითხია, მაშინ როდესაც ინფორმაციის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა შეიძლება.
მესამე ფაქტორი: ლისტინგი ბირჟებზე
მნიშვნელოვანი (მაგრამ არა ძირითადი) ფაქტორი-არის თუ არა მონეტა წარმოდგენილი სავაჭრო პლატფორმებზე. გაცვლითი ოპერაციები და სპეკულაციები ბირჟებზე- კრიპტობაზრის განუყოფელი ნაწილია. მსხვილი ბირჟების ლისტინგში მონეტის არარსებობა არ აძლევს ინვესტორებს საშუალებას მოთხოვნა-მიწოდების მეშვეობით აქტივის საბაზრო ღირებულების ფორმირება მოახდინონ, ეს კი როგორც მის ლიკვიდურობას, ასევე ვაჭრობის მოცულობასაც ამცირებს .
რეზიუმე
მონეტას, რომელიც მოგების უდიდესი წილის კონცენტრირება ICO-ს ორგანიზატორებთან ხდება, MLM -ის პრინციპით ვრცელდება და არ ივაჭრება კრიპტოპლატფორმაზე- უფრო დიდი ალბათობით, პირამიდული შემადგენელი აქვს. პირამიდები ყოველთვის ხმამაღალ დაპირებებსა და გაუმართლებელ მოლოდინებზე იგება. არცერთ პროექტს და ტოკენების ემისიას არ შეუძლია კაპიტალის სწრაფი და სტაბილური ზრდის გარანტიის მიცემა.
ამ ფაქტორების არსებობა ინვესტორებისთვის მომატებულ რისკზე მიუთითებს. ბაზარზე მონეტის გამოჩენისას, მხოლოდ მომატებულ ან მისაღებ რისკებზე შეიძლება იყოს საუბარი. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან თითოეული - მხოლოდ რისკის ფაქტორია. ამ ფაქტორების არარსებობა გარანტიას არ გვაძლევს, მაგრამ დაბანდების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ასევე წაიკითხეთ
როგორ ავუხსნათ ხუთი წლის ბავშვს რა არის ბიტკოინი?
...ანუ თუ დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ეს ყველაფერი რა ჯანდაბაა
მოსაზრება: 5 სახეობის კრიპტოვალუტა და მათი განსხვავება
ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.